ესპანელი ბიზნესმენები თბილისში ტურისტული სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:53, 18 Jun, 2015     1319
17 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით არიან ჩამოსულნი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის ორგანიზებაზე, რომლის მსგავსიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ტურისტული ბაზრობა მერკადო დე სენ მიგელი უცხოელ ტურისტებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.

ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში ნამდვილად არის მოთხოვნა თანამედროვე, მაგრამ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებზე დაფუძნებული გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე. „ჩვენ მზად ვართ, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, განვახორციელოთ წამახალისებელი ინვესტიცია, რათა კერძო პარტნიორი დავაინტერესოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას ესპანელი ინვესტორები თბილისში დაათვალიერებენ რამდენიმე ობიექტს, სადაც შესაძლებელია, ესპანური „მერკადოს“ ტიპის ტურისტული სადეგუსტაციო სავაჭრო ცენტრი განთავსდეს.

ესპანელი ბიზნესმენები თბილისში ორ დღეს დარჩებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42