საპატრიარქო სტიქიით დაზარალებულებს 100 ათასი ლარით და ბინით დაეხმარება
საზოგადოება - 00:55, 18 Jun, 2015     1892
თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს საპატრიარქომ 100 000 ლარი გადარიცხა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. უწმინდესის თქმით, საპატრიარქი დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს საპატრიარქოს კუთვნილ ბინას გადასცემს.

,,ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის“ - ილია მეორემ თბილისის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ ნუ შეუშინდებიან ამ მძიმე დღეებს.

„ბოლო დღეების სტიქიურმა მოვლენებმა დიდად შეგვაწუხა ჩვენ ყველანი, მრავალი გარდაიცვალა, მრავალი დარჩა უსახლკაროდ, მრავალი დაშავდა, უნდა ითქვას, რომ ამ მწუხარებამ, ამ განსაცდელმა გააერთიანა ქართველი ხალხი და მთელი ხალხი გამოვიდა დასახმარებლად გაჭირვებულების. ეკლესია, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად, რაღაც დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულებს. მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს, რომ 100 ათასი ლარი შესწირონ გაჭირვებულთათვის, მე მედი მაქვს რომ ეპარქიებიც ცალკე გააკეთებენ შეწირულობას, ვისაც რა შეუძლია. საპატრიარქოს ემოსწირეს სამოთხაიანი ბინა და ვეცდები გამოვნახოთ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც აღარ აქვს სახლი და გადავსემთ ამ მრავალშვილიან ოჯახს. მივმართავ ყველას, ვისაც აქვს საშუალება დახმარებისა, რომ გაუწიონ დახმარება გაჭირვებულ ადამიანებს და ასევე მივამართავ თბილისის მოსახლეობას, რომ არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის. ამაზე უარეს მდგომარეობაში ვყოფილვართ და ყველაფერი მშვდიობით დამთავრდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს“, - ბრძანა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42