მოსახლეობა ყვება, რომ ღამით ცხოველის ხმა გაიგონეს და 112-ს აცნობეს. ერთერთი ქალბატონი ამბობს, რომ ღამით ცხოველის ხმა გაიგონა, დარეკა 112-ში, მაშველები მოვიდნენ. ქალბატონის თქმით, მას მოგვიანებით დაურეკეს და უთხრეს, რომ პრობლემა მოგვარებულია, თუმცა როგორ არ დაუკონკრეტეს.
"6 ის 13 წუთზე დავრეკე, მაშველები მოვიდნენ. დამირეკეს და მითხრეს რომ პრობლემა მოგვარებულია, თუმცა არ დაუკონკრეტეს როგორ მოაგვარეს პრობლემა,"-განაცხადა ქალბატონმა.
ქალბატონი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა გადარეკა ამ მამაკაცთან მან უთხრა, რომ ჩემი ცვლა შეიცვალა და ახლა მე მძინავს
კურიერმა ეს ინფორმაცია გადაამოწმა მამაკაცთან, რომელსაც ესაუბრა ქალბატონი. მამაკაცი ამბობს რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, თუმცა სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ის მივიდა გამოძახების ადგილზე.
„ზოოპარკიდან მოდიოდა ცხოველის ხმა, ეტყობა კლეტკიდან მოდიოდა ხმამეთქი, ვინ შევიდოდა შიგნით, რა ღონისძიება უნდა ჩამეტარებინა დილის 5 საათი იყო. მომეთვინიერებინა ცხოველი თუ რა უნდა მექნა?! ხმა გავიგე 2-ჯერ რომ დაიყმუვლა, ლომი იყო, თუ - ვეფხვი, მაგას ვერ ვიტყვი“, - განაცხადა მამაკაცმა.
საბოლოოდ "კურიერს" გაუთიშა ტელეფონი ამ ადამიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






