ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ში დარეკა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებმა, რომელმაც ასევე განაცხად, რომ გუშინ გვიან ღამით მისმა ოჯახის წევრმა დაინახა გარეული ცხოველი, რომელიც სავარაუდოდ იყო აფთარი, თუმცა ის ასევე უკმაყოფილოა რეაგირებით, რომელიც მის განცხადებას მოყვა.
„წუხელის ღამის 12 ნახევარი იქნებოდა დაახლოებით, ჩემს შვილს თავისი პატარა ქალიშვილი ყავდა ჩაყვანილი, როდესაც ცხოველი, რომელიც ძაღლი ეგონა, თუმცა როცა მიუახლოვდა და კარგად დაინახა, ის აღმოჩნდა აფთარი. ჩემი შვილი სადარბაზოში შევარდა. ჩვენ ვართ მესამე კორპუსში, შესასავლეში, სადაც არის გისოსები, იკეტება და იღება, შევარდა იმ სადარბაზოში და გისოსებიც მიხურა. გამოვიძახეთ შეიარაღებული პატრული, ასევე მოვიდნენ ცხოველთა დაცვის ასოციაციიდან დასაძინებელი ნემსებით, ეძებეს მაგრამ ვერ იპოვეს, შემდეგ ოქმი შეადგინეს და წავიდნენ,“ - განაცხადა ქალბატონმა.
მასალის გამოყენების პირობები






