,,ნარმანია... ეს იყო დამფრთხალი კაცი... შუშის სასახლიდან დირექტივა არ გამორჩენოდა“ - მალხაზ პატარაია
საზოგადოება - 15:44, 17 Jun, 2015     6202
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია დედაქალაქის მერის მიერ გუშინ ,,არჩევანის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

,,გუშინ ,,არჩევანში" მოვუსმინე მერ ნარმანიას. ის მერი არ იყო. ალბათ არც არასოდეს ყოფილა მერი, მაგრამ გუშინდელი მისი იტერვიუ განსაკუთრებით სამარცხვინო და თავზარდამცემია. ეს იყო დამფრთხალი კაცი, არა მომხდარის გამო, არამედ ალბათ იმიტომ, რომ ეშინოდა რაიმე გამორჩენოდა ზემდგომი დირექტივიდან. ორი დღე მას და სხვა ჩინოვნიკს შედარებით ადამიანური სახე ჰქონდათ. ეხლა კი ერთბაშად აპინგვინდნენ ერთი და იგივე ტექტით-დამნაშავეა წინა ხელისუფლება. ეს დირექტივა ალბათ გუშინ ჩამოვიდა შუშის სასახლიდან და ხელქვეითებმა ერთხმად აიტაცეს.

ყველაფერზე ილაპარაკა თავის აბდაუბდაში მერმა. მაგრამ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი: რა გააკეთა ხელისუფლებამ იმ ავბედით ღამეს და მანემდეც ადამიანების გადასარჩენად. ადრინდელზე თქვა, რომ ამისთვის არ გვეცალა, იმდენი პრობლემა დაგვხვდაო.ხოლო სტიქიის ღამეზე კი მხოლოდ ის გავიგეთ, როგორ დააბოტებდა გზაზე 11 საათზე. ჟურნალისტის დაჟინებულ ჩაკითხვებზე კი ხან ეთერიდან გაქცევით, ხან კიდევ მილების გამტარობაზე ლათაიებით პასუხობდა.

რა გააკეთეთ, ბატონო მერო, ადამიანების გადასარჩენად?! იყო ეს მსხვერპლი ფატალურად გარდაუვალი, თუ შესაძლებელი იყო მათი გადარჩენა, იყო თუ არა სამაშველო სამსახურების მოქმედება სათანადო და ოპერატიული?! ვფიქრობ, არა. ამ თემაზე დირექტივას ისევ იმ წყაროდან ნუ დაელოდებით. ისე გველაპარაკეთ გულწრფელად და მიუკერძოებლად.

ამ კითხვებზე პასუხის გარეშე თქვენი სამძიმარი ფარისევლობა მგონია“ - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42