"რეაგირება იყო მყისიერი"- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი 13 ივნისის შესახებ
საზოგადოება - 12:48, 17 Jun, 2015     649
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილიმა 13 ივნისს უწყების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. ქაწაშვილის თქმით, როდესაც სტიქია მოხდა, შესაბამისი სამსახურების რეაგირება მყისიერი იყო. მისივე განცხადებით, 112-ში პირველი ზარი 22 საათსა და 11 წუთზე დაფიქსირდა, თბილისის მთავარი სამმართველო კი გამოძახებაზე სამ წუთში გავიდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი დანაყოფი არის გამოყოფილი, კერძოდ, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე , სადაც გუშინ ნანახი იქნენ მიცვალებულები. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ კიდევ შეიძლება ჩვენ დაკარგულ პიროვნებას აქ მივაკვლიოთ.

რაც შეეხება სტიქიას, რომელიც 13 ივნისს მოხდა, პირველი ზარი 112-ში შემოვიდა , ვაკონტრეტებ 22 საათზე და 11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე. დავაკონკრეტებ იმასაც, რომ გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო. თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის მანძილზე მოხდა ამ მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ იმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი. ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის მთელი მასშტაბით გაშლილი და ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა. ის და თავისი მეწყვილე იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა , თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი.“-განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42