"ყველაფრის მიზეზია მეტეოფაქტორები. არ ვიცით, ნალექი რამდენი მოვიდა. საკითხავია, რამდენმა მილიმეტრმა ნალექმა გამოიწვია ეს წყალმოვარდნა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ეს 180 მილიმეტრი იყო. მეორე არის მეწყრული მოვლენა. ეს კი გლობარული დათბობის გამოხატულებაა. მდინარის კალაპოტი არის გაფართოებული. გამტარუნარიანობა გაიზარდა. 1958 წელს აშენებული ვაკე-საბურთალოს გვირაბი, როდესაც 1960 წელს მდინარემ 5,5 მეტრით მოიმატა, ჩახერგა. ამ წყალმოვარდნის შემდეგ გაჩნდა საკითხი, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია გაკეთებულიყო. მაშინაც მოხდა ზოოპარკის დატბორვა. მაშინ ეს ახალი გვირაბი არ არსებობდა და მაინც მოხდა მსგავსი რამ. წყლის ნაკადი, რომელიც წამოვიდა ახლა 500 მეტრ კუბი წამში იყო, რომელიც ამ გვირაბმა ვერ გაატარა. ძველი გვირაბი 80-ს ატარებდა, ხოლო ახალი 400 ატარებს. შესაბამისად, ამ მასას ვერცერთი მათგანი ვერ გაატარებდა,"-განაცხადა მერაბ ალავერდაშვილმა.
გეოლოგის თქმით, 4 ივნისს მოვარდნილმა წყალმა მისი ლაბორატორია დატბორა, თუმცა მიმდინარე პროცესებით გარემოს დაცვის სამინისტრო არ დაინტერესებულა. "მე არ ვარ მოვალე, რომ დავუკავშირდე და ვუთხრა, ჩამოყალიბდებოდა თუ არა მეწყერსაშიშროება. ეს უკვე გეოლოგების საქმეა. გარემოს დაცვის სამინისტროს ჩემთვის არც კი მოუმართავს," - ამბობს ალავერდაშვილი. გეოლოგის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ნალექმა საგრძნობლად იმატა და შესაძლოა, წყალმოვარდნები კიდევ განმეორდეს.
მასალის გამოყენების პირობები






