ოთარ დანელიამ სტიქიით დაზარალებულებს პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცა
საზოგადოება - 12:23, 17 Jun, 2015     1279
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ, ლევან დავითაშვილმა, იური ნოზაძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები და ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები გადასცეს.

სოფელ ახალდაბის მოსახლეობა ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამინისტროს ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად წყნეთი-ახალდაბის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნენ. მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საშიშროების გამო, მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთი ვერტმფრენით ჩაიტანეს.

„მოგეხსენებათ, ახალდაბისკენ გზა ჩაკეტილია. მოსახლეობას ვერტმფრენით ჩავუტანეთ ჰიგიენური საშუალებები, სურსათი და სასმელი წყალი. ახლდაბიდან ვერტმფრენით ჩამოვიყვანეთ რამდენიმე მოსახლე, რომელიც დედაქალაქში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა მას მერე, რაც მეწყერმა ახალდაბა გარესამყაროს მოსწყვიტა. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, მიმდინარეობს გზის შეკეთება და ვფიქრობთ, სულ მალე კომუნიკაცია აღდგება და სოფელში უკვე ტექნიკა შევა სამუშაოდ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დროულად მოხდეს, გაიწმინდოს გზები, მოხდეს შენობების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ - დაკარგეს ოჯახის წევრები, დაშავდნენ და უსახლკაროდ დარჩნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით.

ახალდაბის მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42