ხულოში, შუახევსა და ქედაში კარდიოლოგიური პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდება
საზოგადოება - 11:35, 17 Jun, 2015     581

18, 19 და 20 ივნისს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ინიციატივითა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონულ ჰოსპიტალებში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ადგილზე კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი კარდიოლოგები გაუწევენ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უეცარი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს და გამოჯანმრთელების შანსებს ზრდის.

2014 წლიდან ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სრული მომსახურება, მათ შორის ჰოსპიტალში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ასკორონაროგრაფიისა და სტენტირების ჩატარება.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიღება აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში იყო შესაძლებელი.

18 ივნისი

ხულოს რაიონული ჰოსპიტალი– 11:00 – 16:00 სთ, მის.: აღმაშენებლის ქ. №1

19 ივნისი:

შუახევის რაიონული ჰოსპიტალი – 11:00 – 16:00, მის.:რუსთაველის ქ. №32

20 ივნისი:

ქედის რაიონული ჰოსპიტალი – 11:00 – 16:00 სთ, მის.:რუსთაველის ქ. №14





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42