სატრანსპორტო კომპანია "სადგურის მოედანზე" მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 09:42, 17 Jun, 2015     5677
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სურს, გამოეხმაუროს სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მომხდარი ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და საბურთალოს ხაზის უფროსს შორის.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურში ღონისძიების გამართვამდე, შეხვდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ განუმარტეს, რომ მსგავსი სახის ნებისმიერი აქციის გამართვა ეწინააღმდეგება თბილისის მეტროპოლიტენის ექსპლუატაციის წესებს და ხელს უშლის მგზავრების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.

განმარტების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა მაინც ჩაატარეს სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო კონცერტი და ისედაც გადატვირთულ მეტროპოლიტენში კიდევ უფრო მეტად შეაფერხეს მოქალაქეების გადაადგილება მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს აქციის ძირითად მესიჯს - დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას და თავადაც, როგორც თბილისის მერიის საქვეუწყებო ორგანიზაცია, ჩართულია როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე მხარდაჭერის აქციებში, მოუწოდებს ახალგაზრდებს, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების გასამართად შეარჩიონ სხვა ადგილმდებარეობა ან გაითვალისწინონ კომპანიის მოთხოვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42