ბაია დავითაიამ გუშინ სოციალურ ქსელში ხელოვანებს, საზოგადო მოღვაწეებს და მედიის წარმომადგენლებს მიმართა, საერთო ძალისხმევით შეგროვილი თანხით, ზოოპარკის ადგილას დასასვენებელი პარკი გაშენდეს. მიმართვის ადრესატებს შორისაა ასევე პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ,,პარკი!!! ზოოს გარეშე!!! რა თქმა უნდა ბაია, ძალიან ბევრი იზიარებს ამ იდეას“ - წერდა კომენტარებში პრეზიდენტის მეუღლე. იდეას მოწონებით შეხვდნენ სოცქსელის სხვა მომხმარებლებიც, მათ შორის იყო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც.
,,ზოოპარკის გადატანის შემთხვევაში მაგ ადგილას რომ დიდი პარკი გაკეთდეს და ქალაქის ცენტრში ერთი კარგი გამწვანებული ლამაზი ადგილი გვქონდეს ძალიან კარგი იქნება ყველასთვის. ლონდონში რომ ჰაიდ პარკი მოგვწონს და ნიუიორკში ცენტრალპარკში გავრბივართ იქნებ ჩვენი ავაყვავოთ?!!!! აუცილებლად კორპუსებით უნდა გადატენონ ეგ ადგილი? არ ჯობია მივმართოდ თხოვნით მერიას რომ ეგ ადგილი დატოვონ პარკისთვის და ჩვენ ერთად გავაშენოდ მაქაურობა ჩვენივე შეგროვებული თანხებით, როგორც დღეს ალაგებთ ქუჩებს ყველა ერთად ესევე ავაშენებთ მანდ პარკს და დავისვენებთ ერთად ჩვენი შვილებით!!“ - წერს ბაია დავითაია პოსტს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჰყავს მონიშნული: Lika Evgenidze Nanuka Zhorzholiani George Khatiashvili Ia Parulava Tornike Berishvili Jaba OnianiAni Malania,Nino Ordenidze Natia Koiava Nuca Kukhianidze Rusudan Vashakidze Maka Chichua Tony Bakhtadze Tamuna Gvaberidze Nino Nozadze Pierrot le Fou Christine Imedadze Nini Badurashvili Marika Shalika Ketevan Ignatova Liza Tsitsishvili Iva Davitaia Natalia Kutateladze Anita Rachvelishvili Kakhaber Tsiskaridze Софико Шеварднадзе Eka Nizharadze Eka Chichinadze Natia Nadiradze Natia Panjikidze.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე განაცხადა, რომ ზოოპარკის ადგილზე შესაძლოა რეკრეაციული პარკი გაკეთდეს, რომელსც შესაძლოა „სოლიდარობის პარკი“ დაერქვას.
მასალის გამოყენების პირობები






