საბანკო სექტორი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ბიზნესი, სოლიდარულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მხარდასაჭერად. ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით საქართველოს კომერციულ ბანკებში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს სასურველი თანხა სტიქიით დაზარებული ოჯახების დახმარებისათვის, ბანკებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება თანხების გამოყოფაზე, რომლებიც გადაერიცხება თბილისის მერიას და მოხმარდება დაზარალებულ ოჯახების დახმარებასა და გზების რეაბილიტაციას.
საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადაა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და შეიძლება შეექმნათ პრობლემები საბანკო ვალდებულებების დროული მომსახურების თვალსაზრისით, გაუწიოს ქმედითი საკონსულტაციო დახმარება და შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების გადავადების თაობაზე.
სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკების ასოციაცია თანამშრომლობისთვის უკვე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას .
დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტარას შევჩენკოს ქ#5
ტელ : 2 93 51 77, ან 599 10 32 44;
მასალის გამოყენების პირობები






