„თბილისის ზოოპარკში კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა. დღეს ჩამოვიდა ორი დელეგაცია - ისრაელის და პრაღის ზოოპარკებიდან, მათ აქვთ სტიქიური უბედურებების სიტუაციებში მუაობის გამოცდილება . ისინი სრულიად არიან აღჭურვილები და მუშაობენ ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველების გამოყვანაზე. მესამე დღეა ეს ცხოველები აქ იმყოფებიან და უკვე რასებობს ინფექციების გავრცელების რისკი, ეს ადამიანები ამ საკითხში გამოცდილები არიან და მუშაობენ ყველანაირი უსაფრთხების წესების გათვალისწინებით,“-განაცხადა მზია შარაშიძემ.
როგორც შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჟამად მიმდინარეობს 1 ვეფხვს, 1 დათვსა და 1 აფთარის ძებნა. მისივე თქმით იმის ალბათობა, რომ ეს ცხოველები თბილისის ქუებში გადაადგილდებიან მინიმალურია. მზია შარაშიძე გამორიცხავს თბილისში ავაზის ნახვის ფაქტს და აცხადებს, რომ თბილისის ზოოპარკში ავაზა საერთოდ არ ჰყავდათ.
მასალის გამოყენების პირობები






