უწყების ინფორმაციით სვანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო და საძიებო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა, დამატებით მობილიზებულია გვარდიის ქვედანაყოფი და მოხალისეთა ჯგუფი.
წყნეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწყობილია მდინარეზე მძიმე ტექნიკისთვის ჩასასვლელი გზა ნაპირსამაგარი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩატარდება გეოლოგიური კვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რომლის შედეგად უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების წყნეთის ქუჩაზე დამატებითი მიწის მასის ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით.
წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე. ეს ოჯახები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე.
ახალდაბასთან ფეხით მისასვლელი გზა გუშინ უკვე გაიხსნა და განხორციელდა სამანქანე გზის 70%-ის გაწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს მეწყრისგან წაღებული გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. პირველადი შეფასებით, გზის სრულყოფილად აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
ამავდროულად, სოფელ ახალდაბაში მობილიზებულია 100 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მუშაობენ ახალდაბაში წყლის ნაკადის კალაპოტში დაბრუნებაზე.
სოფელში იმყოფებოდა სამედიცინო ბრიგადა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია აუცილებელი საჭიროებებით.
წყნეთი-სამადლო-ბეთანიის დამეწყრილი მონაკვეთზე დღის განმავლობაში დაიწყება ჩარჩენილი ავტოტრანსპორტის გამოსაყვანი სამუშაოები;
ბაგების მიმართულებით ჩამოწოლილი მიწის ნაწილი უკვე გატანილია. პარალელურად დაწყებულია წყლის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები. ვითარების დამძიმება ამ უბანზე არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები






