„არ მაინტერსებს ღმერთის გწამთ თუ არა“ - რამაზ გიგაური
საზოგადოება - 13:37, 16 Jun, 2015     3004

„ჩვენ გადარჩენა ნამდვილად გვიწერია, იმიტომ რომ თქვენ - ასეთი შინაგანად სუფთები და ძლიერები ხართ“ - წერს მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში და ტალახით გათხუპნულ და თვალებანთებულ ახალგაზრდებს ვრცელ პოსტს უძღვნის.

რამაზ გიგაური: „ამ ტრაგედიის დროს ვიხილეთ ბევრი ადამიანის გმირული საქციელი და ზოგიერთიი ადამიანის რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური განცხადება. ყველაზე მეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე დავინახე ეს იყო ჩვენი ახალგაზრდების ერთიანობა. ვიღაცისთვის, რომ ეს ახალგაზრდები კიკინიანი ბიჭები ან ტუჩებმოპრუწული გოგონები იყვნენ, პირველებმა სწორედ მათ აიღეს ნიჩბები ხელში და უფრო მეტიც, ვისაც ნიჩაბი არ ჰქონდა ცარიელი ხელებით მუშაობდა.


გაივლის არც თუ დიდი დრო და ეს შინაგანად თავისუფალი ახალგაზრდობა გაფანტავს ერსა და ბერში არსებული ბნელს და გაანათებს ქვეყანას. მე ყოველთვის მჯეროდა მათი და ახლა უფრო მეტად მჯერა.


ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მე არ მაინტერსებს თქვენ ღმერთის გწამთ თუ არა, რომელიმე პარტიას გულშემატკივრობთ თუ პოლიტიკა საერთოდ ფეხებზე გკიდიათ, ფილოსოფია უფრო გიყვართ თუ დელტაპლანით ფრენა, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, ჩვენ - მთელმა ქვეყანამ, ერმაც და ბერმაც თქვენგან უნდა ვისწავლოთ ქვეყნის სიყვარული.


მე თქვენ მიყვარხართ თქვენი ტალახიანი ხელებითა და ანთებული თვალებით!
ჩვენ გადარჩენა ნამდვილად გვიწერია და არა იმიტომ, რომ ღვთისმშობლის წილმხვედრი ვართ ან ევროკავშირში შევალთ, არამედ იმიტომ რომ თქვენ - ასეთი შინაგანად სუფთები და ძლიერები ხართ!
ეს მაძლევს უდიდეს იმედს და რწმენას.
მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“.

სიყვარულით რამაზ გიგაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42