თბილისის გზებზე არსებული სიტუაციის შესახებ მერია განცხადებას აქვეყნებს
საზოგადოება - 10:19, 16 Jun, 2015     2219

დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული; აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით; მოძრაობა აღდგენილია 26 მაისის მოედნის მხრიდან გვირაბის გავლით მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროდან გვირაბის გავლით 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩით გმირთა მოედნისაკენ მიმავალ გზას, აქ მოძრაობა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი: ფილარმონიიდან ვარაზისხევის, ფილარმონიიდან მარჯვენა სანაპიროს, ფილარმონიიდან თამარ მეფის გამზირისა და ფილარმონიიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

მარჯვენა სანაპიროდან, ასევე, დასაშვებია მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

აღდგენილია მოძრაობა გალაქტიონ ტაბიძის ხიდის მხრიდან გმირთა მოედნისკენ გადამავალ ესტაკადაზე, ასევე, გმირთა მოედნის მხრიდან მარჯვენა სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით გადამავალ ესტაკადაზე.

ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები დროებით შენარჩუნებულია შემდეგი მიმართულებით: თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე; კოსტავას ქუჩიდან (საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან) ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსსა და გმირთა მოედანზე შესასვლელ მონაკვეთზე; მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე.

იმისათვის, რომ დღეს დილისთვის გადაადგილება დედაქალაქში აღდგენილიყო, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა, სანაპირო ზოლი მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე და ვარაზისხევი მორეცხეს. აღნიშნულ მონაკვეთზე „თბილსერვისის“ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომელსაც საგანგებო სამსახურის შესაბამისი ბრიგადები ეხმარებოდნენ. მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მთელი დღის განმავლობაში დასუფთავების პროცესი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ტერიტორია სტიქიისას ჩამოტანილი ტალახისგან გაიწმინდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42