კიევის ყოფილი მერი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების დახმარების ფონდში 110,000 ლარს გადარიცხავს
საზოგადოება - 10:09, 16 Jun, 2015     3373
ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის გადაწყვეტილებით ის თბილისში წყალდიდობის დროს დაღუპულთა ოჯახებს 110,000 ლარით დაეხმარება.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გამოწვეული იყო წყალდიდობით თბილისში. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანი სტიქიას ვერაფრით გაუმკლავდება.

ჩემში უზომოდ დიდ პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ის ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანადგომა, რაც საინფორმაციო საშუალებებით და ტელევიზიით ვიხილე ბოლო 2 დღის განმავლობაში, სადაც ჩანს თუ როგორი ძალისხმევით ეხმარება მთელი თბილისის მოსახლეობა მაშველებს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები , რომლებიც დაუზოგავად შრომობენ, რომ აღადგინონ ქალაქი ამ დიდი ტრაგედიის შემდგომ....ქვეყანას, რომელსაც ასეთი ახალგაზრდები ჰყავს ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი...

დარწმუნებული ვარ, რომ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოფხვრილი იქნება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ ადამიანთა სიცოცხლეს ვერ დავიბრუნებთ... ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები!”

განაცხადა ლეონიდ ჩრნოვეცკიმ მის საქველქმოემედო ფონდ ,,სოციალური პარტნიორობის” პრეს სამსახურთან

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით მომდევნო 3 დღის ვადაში მისი ფონდი გადარიცხავს 100,000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში, ხოლო 10,000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42