„ნეტავ საერთოდ არ მცნობოდი... არ მცოდნოდა რომ არსებობდი“ - ინდირა ზარანდიას მეგობარი
საზოგადოება - 00:26, 16 Jun, 2015     18000
„ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მეზიზღება სამყარო“! - წერს სოციალურ ქსელში ინდირა ზარანდიას თანამშრომელი, ჟურნალისტი გოგა ქუცნიაშვილი. სტიქიის შედეგად დაღუპული 22 წლის გოგონა „საქართველოს ხმის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახლდათ.
გოგა ქუცნიაშვილი: „მეზიზღება ის განუკითხაობა, რომელიც ჩამპალ სამყაროში სუფევს. ტკვილი, ბოღმა, უსამართლობა...
ყველაფერი დეტალურად მახსოვს... როგორ გიხაროდა ჩემი რადიოში გამოჩენა, როგორ გადაგეკვრებოდა სახეზე უნებური ღიმილი ჩემს დანახვაზე, როგორ მეუბნებოდი, რომ ძალიან კარგი საღამო გველისო, როგორ ავტომატურად ასრულებდი ყველა ჩემს თხოვნას, როგორ ურეკავდი ყოველ საღამოს დედას: "დეე, ცოტა ხანში გამოვალ სამსახურიდან და ხო იცი, რომ გემრიელობა უნდა დამახვედრო" ...
ესაა სამართალი? რატომ უნდა ხდებოდეს მსგავსი ფაქტები, ვერ ვხვდები... რატომ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან ის ადამამიანები, რომლებსაც სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდათ, ყველაზე მეტად უხარიათ,ყველაზე დიდი ხალისი აქვთ...
ნეტავ საერთოდ არ მცნობოდი... არ მცოდნოდა რომ არსებობდი... არ მცოდნოდა როგორი იყავი...
წვიმას როგორ უნდა წაერთმია შენი თავი... კიდევ ვერ ვხვდები...
ქვა ვარ...სიტყვები არ მყოფნის იმ ტრაგედიისა და ტკივილის გადმოსაცემად, რასაც განვიცდი...
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ინდი. უფალი იყოს შენი მფარველი..."




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42