თბილისის ზოოპარკის დირექტორი თბილისის სხვადასხვა უბანში ბელების პოვნის საკითხსაც გამოეხმაურა ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკს ბელები არ ჰყავდა.
„რაც კი საქართველოში ცხოველი ცხოვრობს, ყველა ჩვენგან გაქცეული არ არის“, - აღნიშნა გურიელიძემ.
„არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არის და ქალაქში არ დადის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც აქამდე ემუქრებოდა. ის ფოტოები და ინფორმაციები, რაც ცხოველების ქალაქში ყოფნასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ძირითადად ფოტომონტაჟი და არასწორი იყო“, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
განცხადება იმის შესახებ, რომ არც ერთი მტაცებელი ზოოპარკის გარეთ აღარ იყო დარჩენილი, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდობით, დღეს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმაც გააკეთეს.
13 ივნისის სტიქიამ დედაქალაქის ზოოპარკი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი ვოლიერებიდან ქალაქში გამოვიდა.
წყარო info9.ge
მასალის გამოყენების პირობები






