სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების დროებით შეცვლილ მარშრუტებს აქვეყნებს
საზოგადოება - 19:23, 15 Jun, 2015     3101

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისში მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო დროებით შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები. კომპანია აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის გართულების გამო, გაიზარდა თბილისის მეტროთი მგზავრობის მსურველთა რაოდენობა, განსაკუთრებით, საბურთალოს მიმართულებით.

"შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე გაიზარდა მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა (3 ვაგონი). რაც შეეხება I ხაზს („ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილი“) ამ ეტაპზე არ გაზრდილა მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა, თუმცა მგზავრთა ნაკადის გაზრდის შემთხვევაში I ხაზზეც მოხდება დამატებითი ვაგონების გამოყვანა", - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და აღნიშნავს, რომ დაზიანებული გზების გამო მუნიციპალური ავტობუსები დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლიან.

"თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით 15 ივნისიდან ყველა მარშრუტი განაახლებს მოძრაობას (14 ივნისს გადაკეტილი გზების გამო რამდენიმე მარშრუტის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო), იმ გზებზე, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ავტობუსები ივლიან შემოვლითი გზებით:

მარშრუტი № 6, 42 - პეკინის ქუჩიდან იმოძრავებს მერაბ კოსტავას ქ. - სააკაძის მოედანი - მარცხენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - დავით აღმაშენებლის გამზირი - მარჯანიშვილის ქ. - რუსთაველის გამზირი. უკუმიმართულებითაც ანალოგიურად;

№ 9 - თამარ მეფის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქ. - ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - ჟიული შარტავას ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - თამარაშვილის ქ. უკუმიმართულებით მელიქიშვილიდან - მერაბ კოსტავას ქ. - ჯავახიშვილის ქ. -მარცხენა სანაპირო - კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირამდე;

№ 14 - მერაბ კოსტავას ქ, (მობრუნება 26 მაისის მოედანზე) - სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - დავით აღმაშენებლის გამზირი - მარჯანიშვილის ქ. - ტაბიძის ხიდი - რუსთაველის გამზირი. უკუმიმართუელებით ანალოგიურად;

№ 21, 51 - წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - ჟიული შარტავას ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი. უკუმიმართულებით მელიქიშვილიდან - მერაბ კოსტავას ქ. - ჯავახიშვილის ქ. - მარცხენა სანაპირო - კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირამდე;

№ 29, 47, 49, 65, 66, 92 - თამარ მეფის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქ. - ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი. უკუმიმართულებითაც ანალოგიურად;

№ 31, 33, 34, 37, 46, 78, 91 - იმოძრავებენ დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით;

№ - 61, 87, 88, 140, 150 რუსთაველის გამზირიდან ტაბიძის ხიდით მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ვახუშტი ბაგრატიონის ხიდით ჟიული შარტავას ქ.

№ - 85 - ჭავჭავაძის გამზირიდან - თამარაშვილის ქ. - ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქ. - მობრუნდება 26 მაისის მოედანზე და უკუმიმართულებით ანალოგიურად.

№ 44, 50, 55, 71, 80, 102 იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ორბელიანის მოედანი - ბარათაშვილის ქ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 293 44 44





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42