ზოოპარკის ბინადართა 50%-ზე მეტი დამხრჩვალია - ზოოპარკის ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 18:37, 15 Jun, 2015     5235

თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად ზოოპარკის ბინადართა 50%-ზე მეტი დაიხრჩო.

"13 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტრაგედია დატრიალდა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი გადმოლახა და მიმდებარე ხეობა დატბორა. მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა. ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

სამწუხაროდ სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში იქნა აღმოჩენილი.

სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი. ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია. თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა. სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი. ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42