სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პატრიარქმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სიონის საკთედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა. მინდა მივმაქრთო, თბილისში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებს, მოძღვრებს ყურადღება მიაქციონ გარდაცვლილთა ოჯახებს ამ გაჭირვების ჟამს. მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდობას, რომლებმაც საოცარი თავდადება გამოიჩინეს. იმედია, მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს. უნდა გავითვალისწინოთ რაც მოხდა და აქედან გამოვიტანოთ დასკვნა. ვისურვებ მშვიდობა და სიხარული მისცეს უფალმა საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






