სტიქიამ თბილისის ირგვლივ მდებარე სოფლები ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი დააზიანა
საზოგადოება - 11:57, 14 Jun, 2015     6417

13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

როგორც "ნიუპოსტს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა, ასევე, დააზიანა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწები.

ამ ეტაპზე მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42