რა პირობებში ცხოვრობენ კახეთში ჩასახლებული დევნილები
საზოგადოება - 13:42, 13 Jun, 2015     825
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

დევნილი ოჯახებისათვის კახეთის რეგიონში სამინისტრომ 14 საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით შეისყიდა. აქედან, ახმეტის რაიონში მდებარეობს 1 სახლი, თელავის რაიონში 3, ყვარელის რაიონში 2, გურჯაანის რაიონში 5, ხოლო სიღნაღის რაიონში, 3 დევნილი ოჯახია განსახლებული.

სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სახლები, დევნილმა ოჯახებმა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. ბენეფიციარების მიერ შერჩეული სახლები, სამინისტრომ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეისყიდა.

გალის რაიონიდან დევნილი დარეჯან ქობალია, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, თელავის რაიონის სოფელ შალაურაში, სამინისტროს მიერ შესყიდულ სახლში ცხოვრობს. როგორც ქალბატონი დარეჯანი იხსენებს, 2014 წლამდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, რის გამოც არაერთი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოუხდა. დარეჯან ქობალია მე-2 ჯგუფის ინვალიდია და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო დევნილის შემწეობაა. კერძო სახლთან ერთად, სამინისტომ დარეჯან ქობალიას ოჯახისთვის 2000მ2 მიწის ნაკვეთიც შეისყიდა, რაც მათთვის დამატებით საარსებო წყაროს წარმოადგენს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სახლის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა 526 დევნილ ოჯახს, აქედან 226 ოჯახი უკვე შესახლებულია სამინისტროს მიერ შეძენილ სახლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42