N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 13:05, 13 Jun, 2015     923
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. ეკლესიის საძირკველი ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის კურთხევით, დაწესებულებაში მივლინებულმა მოძღვარმა იღუმენმა ილია ფაჩულიამ აკურთხა.

ტაძრის კურთხევას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო და საძირკვლის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მართლმადიდებელი მსჯავრდებულების თხოვნა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას.

უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და ვფიქრობ, ამ გზაზე მათი დაახლოება სულიერ ცხოვრებასთან, მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიდგომაა, რომ ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანის უფლებები ჩვენს სისტემაში იყოს დაცული და ყველამ პატივი ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ მრწამსს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა მსჯავრდებულთა თხოვნით გადაწყდა. დაწესებულებაში ტაძრის არსებობა, სულიერ ცხოვრებასთან მათი მაქსიმალური დაახლოება, მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევას სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის მგალობლებიც დაესწრნენ და რამდენიმე საგალობელი შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სხვადასხვა აღმსარებლობის მსჯავრდებულებსა თუ ბრალდებულებს, სურვილისამებრ, რელიგიური ცხოვრების წარმართვაში. მათ უფლება აქვთ დაწესებულებებში იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური საკულტო ნივთებით და შეასრულონ შესაბამისი რიტუალები. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სამლოცველო ოთახებია გამოყოფილი, სამინისტრო კი მათ შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფს. დაწესებულებებში მუდმივად დაიშვებიან რელიგიის საბჭოში შემავალი რელიგიური ორგანიზაციებისა თუ ტრადიციული კონფესიების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42