ქართველი ვარსკვლავები და ლეგენდარული პრიმადონას ბენეფისი ბათუმში
კულტურა - 11:38, 13 Jun, 2015 3513
ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში, 30 ივნისს, ლეგენდარული პრიმადონას ცისანა ტატიშვილის ბენეფისი გაიმართება. „ხმა სეიფში გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და იმღერებ“- ეუბნებოდა სოფიკო ჭიაურელი ცისანა ტატიშვილს...
„გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად იტალიიდან ჩამოდის ქართველი ვარსკვლავი ნანა ქავთარაშვილი, მასთან ერთად ლეგენდარული პრიმადონას ბენეფისზე იმღერებენ ახლგაზრდა და ძალიან ნიჭიერი სოლისტები - ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, ირინა ალექსიძე, ნონა კორიფაძე, სულხან ჯაიანი, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, ზაზა ხამათაშვილი, ლია ჯაში და სხვები. ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ოპერებიდან ის არიები შესრულდება, რასაც თავის დროზე ქალბატონი ცისანა მღეროდა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქების წამყვან საოპერო თეატრებში... გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა“-განუცხადა „ნიუპოსტს“ ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილმა.
ცისანა ტატიშვილმა, ქ.ბათუმში ბოლოს გიგა ლორთგქიფანიძის დადგმაში „აიდა“, 1995 წელს იმღერა ამნერისის საოპერო პარტია. საპრემიერო სპექტაკლებში ლეგენდარული სოპრანოს პარტნიორები იყვნენ მარინა ჯახუტაშვილი, ალექსანდრე ხომერიკი, ზაზა ხამათაშვილი...
პრემიერის შემდეგ, გიგა ლორთქიფანიძემ თქვა:-„ცისანას ძლიერმა და ულამაზესმა ხმამ ქარიშხალივით გადაურბინა სავსე დარბაზს და სპექტაკლზე მოსული პუბლიკა უდიდესი ემოციური შთაბეჭდილებების ქვეშ მოაქცია“. ბიძინა კვერნაძე კი ამბობდა-„ჩემო ცისანა, ცოტა გვიან რომ დაბადებულიყავი, საქართველო ქვეყნიერების თვალი იქნებოდა“.
„ჩვეულებრივ, ლეგენდები იქმნებიან. საქართველო ერთ-ერთი ის ბედნიერი ქვეყანაა, სადაც ლეგენდები იბადებიან და არ საჭიროებენ თანდათანობით ჩამოყალიბებას. იმის მიხედვით რა ფენომენიც არის ქალბატონი ცისანა ტატიშვილის ხმა, სიმღერა, მისი ოსტატობა, მომხიბვლელობა, ტემპერამენტი, მასშტაბი, უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიდი მოვლენა ჯერ-ჯერობით საოპერო სცენაზე არ ჩანს... მე, მას ვეთაყვანებოდი და ვეთაყვანები, როგორც ლეგენდას.“ -წერდა პროფესორი ნოდარ ანდღულაძე.
განუმეორებელი დრამატული სოპრანო, ცისანა ტატიშვილი, სცენაზე გამოჩენისთანავე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მოკლე ხანში ქართული საოპერო სცენის პრიმადონად მოგვევლინა. ცისანა ტატიშვილი, ყოფილ საბჭოთა კავშირში რ. შტრაუსის "სალომე"-ს პირველი შემსრულებელია და მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში ბირგიტ ნილსონთან და მონსერატ კაბალიესთან ერთად დაიმკვიდრა ადგილი.
შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერს, ღირსების ორდენოსანს, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, თბილისის კონსერვატორიის პროფესორს, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერს, აკადემიის აკადემიკოსს, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქეს, ცისანა ტატიშვილს ქართველმა ხალხმა თბილისის ოპერის წინ 2010 წელს ვარსკვლავი გაუხსნა. „ცისანა ბედნიერი ქალბატონია, ბედნიერი იყო და ბედნიერია დღესაც, რადგან მან მოძებნა თავის თავში ბედნიერება და თავისუფლებაც“-ამბობს რობერტ სტურუა ცისანა ტატიშვილზე.
„ჯანსუღ კახიძეს ახალ კონტრაქტზე ხელი რომ არ მოვუწერე, აღშფოთდა და მითხრა-შენ რომ თეატრიდან წახვიდე, ხალხი არ მაპატიებსო! ჯანო, მირჩევნია ადრე წავიდე, ვიდრე დავიგვიანო-მეთქი. თეატრიდან 2001 წელს წამოვედი და შემდეგ აღარ მიმღერია. სოფიკო ჭიაურელი მთხოვდა ხოლმე, მის თეატრში სოლო-კონცერტი გამემართა. ხმა არ მაქვს-მეთქი ვეუბნებოდი, მაგრამ არ სჯეროდა. ხმა სეიფში გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და იმღერებო, მეუბნებოდა...“-იხსენებს ლეგენდარული პრიმადონა.
ქალბატონმა ცისანამ 38 წელი იმღერა. ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქების წამყვან თეატრებში შესრულებული აქვს ათეულობით მთავარი პარტია-ტოსკა, აიდა, ელიზავეტა, ამნერისი, ებოლი, დეზდემონა, ლეონორა, ამელია, დონა ანნა, სანტუცა, სალომე, სენტა, ჰერტრუდა, ლიზა, აბიგაელი, ლედი მაკბეტი, "რექვიემი", ეთერი, მარო, თ ამარ ი, ფიდელია, ლაურეტა … მოსკოვში (დიდი თეატრი), პეტერბურგში (მარინის თეატრი), ვილნიუსში, რიგაში, ბაქოში, ერევანში, კიშინოვში, კიევში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბერლინში, ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში, ვენაში, რომში, ბუსეტოში, ქართველი პრიმადონას პარტნიორები იყვნენ ოპერის კორიფეები-ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაზე, ბათუ კრავეიშვილი, დავით გამრეკელი, ვლადისლავ პიავკო, ელენა ობრაზცოვა, ირინა არხიპოვა, ირინა ბოგაჩევა, პეტრე ამირანაშვილი, რევაზ კაკაბაძე, ვლადიმერ ატლანტოვი, იური მაზუროკი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მუსლიმ მაგომაევი, გეღამ გრიგორიანი, ალექსანდრე ვოროშილო...
„ქალბატონი ცისანას ბენეფისის ბათუმში ჩატარების იდეა მაშინ დამებადა, როცა იქ ულამაზესი მუსიკალური ცენტრი აშენდა. ამის შესახებ ქალბატონ მარიამ ჯახუტაშვილს ვუთხარი, შემდეგ ქალბატონ ქეთევან მანელიშვილს დაველაპარაკე, როცა ბათუმის საოპერო დასი თბილისში იყო გასტროლებზე სპექტაკლით „სოფლის ღირსება“. ქალბატონი ქეთევანი დახმარებას და მხარდაჭერას დამპირდა. იმავე წელს, ზაფხულში მე და ჩემი მეგობარი, ბრწყინვალე მომღერალი ირაკლი კახიძე მივედით მასთან ბათუმში და დავაზუსტეთ დეტალები. მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელების-ქეთევან მანელიშვილისა და გიორგი მიქელაძის, ასევე ზ. ანჯაფარიძის სახელობის ბათუმის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის, არაჩვეულებრივი მომღერლისა და პედაგოგის მარიამ ჯახუტაშვილის თანადგომა და მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ეს იდეა ვერ განხორციელდებოდა. ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მადლიერი ვარ მუსიკალური ცენტრის თითოეული თანამშრომლის, სოლისტების, კაპელის, ორკესტრის”- განუცხადა „ნიუპოსტს“ ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა