რატომ ითხოვდა ,,კავკასუს ონლაინი“ 2000 ლარს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარისგან
საზოგადოება - 21:14, 12 Jun, 2015     5046
რატომ მოითხოვა ,,კავკასუს ონლაინმა“ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარისგან 2000 ლარის გადახდა ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად. როგორც თავად ელიზბარაშვილი აცხადებს, ის მზად იყო ახალი მაგისტრალის გასაყვანად თანხა გადაეხადა, თუმცა სტიქიური უბედურების დრო აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მაგისტრალი თავშესაფარის ტერიტორიაზე არსებობდა და ის არ საჭიროებდა ხელახალ გაყვანას. ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კავკასუს ონლაინისგან პასუხს ითხოვს.

,,როგორც ცნობილია, ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის საშუალებით ,,კავკასუს ონლაინის’’ მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი საქართველოში.

სწორედ ოპტიკურ– ბოჭკოვანი ინტერნეტის მიღების განცხადებით 30 აპრილს მიმართა თამაზ ელიზბარაშვილმა, აღნიშნულ კომპანიას.

საქმე ეხებოდა, გივი სვანიძის 30 ნომერში მდებარე მის კერძო ძაღლების თავშესაფარში ოპტიკური ინტერნეტის შემოყვანას.

კომპანიამ ბატონ თამაზს განუმარტა, რომ საჭირო იყო ახალი მაგისტრალის გაყვანა, საამისოდ კი მომსახურეობის თანხა 2000 ლარს შეადგენდა... რაზეც მან თანხმობა განაცხადა, მხოლოდ რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარებულიყო ეს საკითხი.

30 აპრილიდან ვიდრე ამ დრომდე, ,,კავკასუს ონლაინმა'' ვერ უზრუნველყო ოპტიკური ინტერნეტით თავშესაფრის უზრუნველყოფა, მიუხედავად არაერთგზის შეხსენებისა...

4 ივნისს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე არსებული შენობის პირველ სართულზე შემთხვევით აღმოჩნდა მასიური მეტალის ჭის თავსახური ,,კავკასუს ონლაინის’’ წარწერით . როგორც გაირკვა, თავშესაფრიდან ერთ მეტრში არსებობდა ,,კავკასუს ონლაინის'' მაგისტრალი, მეტიც ეს მაგისტრალი თავშესაფრის ტერიტორიასაც კვეთავს...

ამ ფაქტმა ძალიან აღაშფოთა თავშესაფრის მეპატრონე და განმარტება მოითხოვა ,,კავკასუს ონლაინის’’ ხელმძღვანელობისაგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ხელმძღვანელი მუშაკი ერთდროულად აღმოჩნდა შვებულებაში.

ბატონი თამაზი განმარტებას მოითხოვს, ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთადერთი კითხვაზე ითხოვს პასუხს– რატომ ვერ მოხერხდა 30 აპრილიდან ამ დრომდე ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით ძაღლების თავშესაფრის უზრუნველყოფა და რაში ითხოვდნენ 2000 ლარს, როცა მაგისტრალი თამაზ ელიზბარაშვილის კერძო ტერიტორიაზე გადის?

ბოლოს კი ხაზგასმით აღვნიშნავთ, თავშესაფრის ეფექტური საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი, რათა დროულად და სწრაფად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, ჩვენი ფეისბუკის გვერდისა და www.doghome.ge საიტის საშუალებით.

რადგანაც ხელმძღვანელი პირები შვებულებაში იმყოფებიან, იქნებ თქვენი დახმარებით მივაწვდინოთ ხმა მათ!“ - ნათქვამია თამაზ ელისბარაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42