"თავშესაფარში ძაღლების ჩაბარების მსურველთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. საამისოდ სხვადასხვა მიზეზი არსებობს–საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, შვილის შეძენა, საზღვარგარეთ წასვლა, ძაღლის სიბერე ან ავადმყოფობა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა...
თავშესაფარი სანატორიუმი არ არის, თავშესაფარი არის ციხე!
ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ეუბნება ამ ფრაზას ჩვენი მეპატრონე.
ის ცდილობს თვალი აუხილოს და სწორ გზაზე დააყენოს პატრონი, რომელმაც ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე არსების თავშესაფარში ჩაბარების გადაწყვიტილება მიიღო...
რეალური მაგალითების წყალობით ახერხებს ჩანაფიქრზე ხელი ააღებინოს ბევრს, თუმცა, არსებობს კატეგორია რომელიც იმდენად შეუვალია, არაფრის მოსმენა არ უნდა, თუ არ ჩაიბარებ ქუჩაში გავუშვებო... ძაღლის ინტერესიდან გამომდინარე, იძულებული ხდება დათანხმდეს მიღებაზე...
თავშესაფარი სანატორიუმი არ არის, თავშესაფარი არის ციხე!
სწორედ ამის გათვალისწინებით გაჩუქების აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ.
თავშესაფარში მოხვედრილი ახალგაზრდა ჯიშიანი ძაღლების გაჩუქების შანსი გაცილებით დიდია, რაც შეეხება ასაკიან და ქუჩის ძაღლებს, მათი შანსი ნოლის ტოლია...
კარგად დაფიქრდით მეგობრებო, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.
თავშესაფარში ძაღლის ჩაბარება არ არის გამოსავალი, ამით თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ ასვამთ დაღს, უერთგულესი არსებისთვის კი, სასიკვდილო განაჩენი გამოგაქვთ.
თავშესაფარში მოხვედრი ძაღლი ვარდება დიდ დეპრესიაში და თუ უმოკლეს დროში არ მოხერხდა გაჩუქება, დარდისაგან კვდება...
ნუ გამოუტანთ თქვენს ერთგულ მეგობარს სასიკვდილო განაჩენს!
გახსოვდეთ, თავშესაფარი სანატორიუმი არ არის, თავშესაფარი არის ციხე!!!"
მასალის გამოყენების პირობები






