ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
საზოგადოება - 16:27, 12 Jun, 2015     1419
ბარათაშვილის ხიდზე დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლასა და ნაგებობის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, დავით ნარმანიამ უკვე ექსპლუატაციაში შესული მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებული ხიდები დაათვალიერა. მათი რეაბილიტაცია სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხიდებზე ჩატარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, შეიცვალა ჰიდროიზოლაცია, მოეწყო ტროტუარები, მოაჯირები და გზის საფარი. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.

„მას შემდეგ რაც დავამთავრეთ მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების რეაბილიტაცია, დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები ბარათაშვილის ხიდზე, რადგან ეს ორი ხიდი და გზა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ბარათაშვილის ხიდზე დაზიანებების ხარისხი მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ფუნდამენტურად გავაკეთოთ ხიდი და მის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა ნაგებობაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იყოს, როგორც ავტომობილებისათვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის“,-განაცხადა თბილისის მერმა.

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, პროექტის მიხედვით სამუშაოების ვადად განსაზღვრულია 220 დღე. ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42