„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დედაქალაქს გააძლიერებს
საზოგადოება - 15:13, 12 Jun, 2015     1149
თბილისის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
"2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლითაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა ახლებურად მოწესრიგდა. თუმცა, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის კარი და თბილისთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად, ახლებურ რეგულირებას საჭიროებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს, გააძლიერებს - გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები და გამარტივდება არსებული პროცედურები.

ცვლილებების შედეგად, გაიზრდება თვითმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტიანობა, აღმოიფხვრება ბიურიკრატია და მუნიციპალიტეტი შეძლებს, უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირების განაცხადები, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობას და მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხს გაზრდის. გაუმჯობესდება და დაჩქარდება მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურები და დაიხვეწება მათი მართვის პროცესები. ჩამოყალიბდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მოქნილი სისტემა, რაც შესაძლებელს გახდის არა მარტო მოქალაქეთა კონკრეტული განაცხადების დროულად დაკმაყოფილებასა და მათთვის მეტი ალტერნატივის შეთავაზებას, არამედ მსხვილი საინვესტიციო პროგრამების განხორციელებასა და ინვესტორთა მოზიდვას. გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსავალი, რაც შესაძლებელს გახდის მთელი რიგი ახალი სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას. ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ მოზიდული ინვესტიცია მოსახლეობის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩნს.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო აღარ დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას, რადგან თვითმმართველის საპრივატიზებო ქონებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ყველა ის ქონება, რომელთა მიმართ წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სარეგისტრაციო სამსახურები სრულყოფილად მიიჩნევენ და რომლის განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს კანონის საფუძველზე გააჩნია. რაც შეეხება (საკუთარ) განუსხვისებელ ქონებას, ის კანონმდებლობით არის დარეგულირებული.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს თბილისის მთავრობის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებას, რაც გაამარტივებს დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის მის შემოსავალს, შექმნის მოსახლეობის დასაქმების დამატებით შესაძლებლობას, ხოლო დედაქალაქი გამოიყენებს დაგროვებულ შემოსავალს მოქალაქეთა სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, შესაძლებელი გახდება იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლითაც ქ. თბილისის მერიას გარკვეული პირებისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა დაევალა.

გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა, პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად, შესაძლებელი გახდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა), რაც საშუალებას იძლევა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან შესაბამისი უძრავი ქონების გამოსყიდვა განხორციელდეს ექსპროპრიაციის პროცედურის გარეშე.

იმისათვის, რომ თბილისის მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება ქონების პირდაპირი განკარგვისა თუ გაცვლის თაობაზე, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მას ესაჭიროება თბილისის საკრებულოსა და საქართველოს მთავრობის თანხმობა.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე, მოხდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება/მართვის უფლებით გადაცემა, აგრეთვე, თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა - პირდაპირი განკარგვის წესითაც, რაც შესაძლებლობას მისცემს თბილისს, წილები, აქციები, მოთხოვნები და უფლებები საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადასცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს დადგენილ პირობებს.

წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ეძლევა, განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების პრივატიზება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას აძლევს თბილისის მუნიციპალიტეტს, ეფექტურად განკარგოს საკუთარი ქონება და გაზარდოს შემოსავალი.

მარტივდება აუქციონის ფორმით ქონების განკარგვა/სარგებლობაში გადაცემისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურები, რაც თბილისის მთავრობასა და თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფრო მოქნილ და მოქალაქეზე ორიენტირებულს გახდის.

ცვლილების თანახმად, თბილისის სსიპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მთავრობა, რადგანაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს თბილისის მთავრობა. გარდა ამისა, სსიპ-ების ხელმძღვანელთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. ამიტომაც, კონკურსით შერჩეული პირის დასანიშნად საკრებულოს თანხმობის მიღება აზრს მოკლებულია.

პროექტით ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების რეგულაციებშიც. არსებული რედაქციით, გრანტის მიღების პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა მიიღოს გრანტი, საჭიროა საკრებულოს წინასწარი თანხმობა, ხოლო აღნიშნული თანხმობის შემდეგ თბილისის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გამოითხოვოს თანხმობა საქართველოს მთავრობისაგან. ვინაიდან თავისი შინაარსით გრანტი არავითარ დამატებით ვალდებულებებს არ წარმოშობს მუნიციპალიტეტისათვის და იგი მხოლოდ გრანტის გამცემის მიერ კეთილი ნების საფუძველზე, ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრებია, მათი მიღებისათვის მსგავსი გაჭიანურებული პროცედურა გაუმართლებელია. ამიტომაც, ცვლილების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილი იქნება საკრებულოს წინასწარი თანხმობით მიიღოს გრანტი. ცვლილება გაადვილებს და მოქნილს გახდის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღებას და მისი შესაბამისად დანიშნულებისამებრ დროულად გამოყენებას.

ცვლილების შესაბამისად, ახლებურად დარეგულირდება თბილისის მიერ ასაღები სესხის მაქსიმალური მოცულობაც. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს. ვინაიდან თბილისის მერიის წინაშე არსებული ამოცანების და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები, აუცილებელია დამატებითი სახსრების მოზიდვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა კოდექსის აღნიშნული ფორმულირების შეცვლა. ცვლილების თანახმად, თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში - აღებული სესხის საერთო მოცულობიდან, ყოველწლიურად დასაფარი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების 5%-ს."-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42