„ნუ მიჭერ, არ დავიფარებ“- რას უკეთებენ მოტაცებულ ქალს ყაზახეთში (ვიდეო)
ვიდეო - 11:29, 12 Jun, 2015     28143


ყაზახური საინფორმაციო სააგენტოს „ჰაბარ“-ის ჟურნალისტმა ბაურჯან ორდამ თავის ფეისბუკგვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სადაც ასახულია თუ როგორ უკეთებენ თავზე ახალგაზრდა გოგონას თავსაფარს. გოგონა ფართხალებს და ყვირის, მაგრამ მამაკაცი და ქალი ახერხებენ მას თავზე დააფარონ , რის შემდეგაც ის წყნარდება. ჟურნალისტის თქმით ეს რიტუალია, რომელსაც ყაზახეთში გოგონას მოტაცების შემდეგ ასრულებენ, მას თავსაფარს აფარებენ და ტკბილეულს აყრიან , რის შემდეგაც მას უარის თქმის უფლება არ აქვს.

ყაზახურმა საიტმა „ინფორმბიურომ“ იმ საუბრის თარგმანი გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნული სცენის დროს მიმდინარეობს:

„შენ ახლა გაბრაზებული ლაპარაკობ, ჩვენ ეს არ გვეწყინება, მოუტანეთ წყალი“- აცხადებს ქალი. შემდეგ საუბარში მამაკაცი ერთვება და პრობლემის გადაჭრის სხვა გზას სთავაზობს. „დადეთ ზღურბლზე ყურანი, თუ გადააბიჯებს, დაე წავიდეს“- ამბობს ის. ამ პერიოდში ქალი ცდილობს მოტაცებულ გოგოსთან მოლაპარაკებას. „ჩვენ შენს მშობლებს ვიცნობთ, შენ გიცნობთ, არაი, ამას ხომ ისეთი ადამიანი არ აკეთებს, რომელიც შენ არ გიცნობს“-არწმუნებს გოგონას მომავალი დედამთილი. „ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა, მარტო შენ არე გიტაცებენ, ყველას ასე იტაცებენ, საშიში არაფერია, ჩვენი გოგონა გახდები“- აწყნარებს არაის სადედამთილო.„ნუ მიჭერ, არ დავიფარებ“- ყვირის მოტაცებული გოგონა და ქალისგან და კაცისგან თავის დაღწევას ცდილობს. გოგონა ჩხუბობს, შემდეგ კი წინააღმდეგობის გამო ის ცუდად ხდება. ძალაგამოცლილს ზრდასრული ქალი ესაუბრება:

ჟურნალისტის თქმით, ყაზახეთში ოჯახის შექმნის მიზნით, გოგონების მოტაცების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა ათასეულობითაა. რეგიონი კი სადაც ეს შემთხვევაა გადაღებული განსაკუთრებული პატრიარქალური ტრადიციებით გამოირჩევა. გაეროს მონაცემებით ქალების 7% ყაზახეთში ოჯახს 18 წლამდე ქმნის.

მსგავსი ვიდეო 2013 წელსაც გავრცელდა, რის შემდეგაც ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, ქალის მოტაცების წინააღმდეგ სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება და კანონის მიღება მოსთხოვეს, თუმცა აღნიშნული კანონი ყაზახეთში არ მიუღიათ.


თარგმანი "ნიუპოსტი"- ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42