დღეს „განსაკუთრებულ ჟურნალს“ ერთი წელი უსრულდება. აღნიშნულ გამოცემაში დასაქმებულნი არიან შშმპ-ები ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან.
„განსაკუთრებული ჟურნალი“ ერთადერთი პირველი გამოცემაა, რომელმაც ამ ადამიანების დასაქმება დაიწყო და ინტეგრირებული რედაქცია შექმნა, სადაც მუშაობენ შშმ პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი, დამწყები ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები. თუმცა, „საგამომცემლო სახლი ქართულმა ელიტამ“, რომელიც „განსაკუთრებულ ჟურნალს“ გამოსცემს, მანამდე ილია ჭავჭავაძისეული გაზეთი „ივერია“ და გიორგი წერეთლისეული პირველი სალიტერატურო-საპოლიტიკო გაზეთი „დროება“ აღადგინა, ხელმეორედ გამოცემა დაიწყო, სადაც ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები (შშმ პირები) დაასაქმა, რაც ახალი პროექტების საფუძველი გახდა.
თბილისის საკრებულო მასპინძლობს „განსაკუთრებული ჟურნალის“ რედაქციას, რადგან მსგავსი ინიციატივა და საქმე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის.
„განსაკუთრებული ჟურნალის“ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი ღონისძიება ასევე ემსახურება იმას, რომ 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთააშორისო დღეა და საზოგადოებას შეახსენებენ ამ ადამიანების მნიშვნელობას, მათი უფლებების დაცვას და მათ ინტეგრაცია-დასაქმების აუცილებლობას სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
აღნიშნული ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იქნებიან მოწვეულნი. მათ შორის ის რესპონდენტები, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში იყვნენ ჟურნალის სტუმრები.
ღონისძიებამდე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და დეპუტაცია გაუწევენ თანამგზავრობას და ახლადგარემონტებულ საკრებულოს შენობას დაათვალიერებინებენ და ანახვებენ შენობის ადაპტირებულობას და ხელმისაწვდომობას.
მასალის გამოყენების პირობები