განადგურებული გზები და ინფრასტრუქტურა - რეგიონებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
საზოგადოება - 10:42, 12 Jun, 2015     1629
11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა სწვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მიაყენა ზიანი.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ შიდა საუბნო გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტატანისი, კლდე, წნისი, წინუბანი, გურკელი, აწყური, გიორგიწმინდა და მუგარეთი; ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სასაში, ლუჯი, ჯახუნდერი , ლემზაგირი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესი, მეტეხი, თელიანი და ქვემო ჭალა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ადიდდა მდინარე სკრა. ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საფრთხეს უქმნიდა დასახლებას. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და დროულად მოხდა ზომების გატარება სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.

სტიქიამ შიდასახელმწიფოებრივ გზებზე გადაადგილებასაც შეუქმნა საფრთხე. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ქვაღორღმა სოფელ აწყურთან ჩახერგა თბილისი-ხაშური-ახალციხის ავტომაგისტრალი, რის გამოც შეფერხდა გადაადგილება.

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ატენის ხეობას მიაყენა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეობაში გამავალ შიდასახელმწიფოებრივ გზის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა ნაშალი.

სტიქიის აღნიშნულ მონაკვეთებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოების შედეგად გზები უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.

ამ ეტაპზე, სტიქიის ადგილებზე შექმნილია მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიები და მობილიზებული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42