"სდასუში" ხეები წესების და პროცედურების თანახმად მოიჭრა - მერიის განცხადება
საზოგადოება - 17:52, 11 Jun, 2015     737
თბილისის მერია "სდასუში" ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
დღეს საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ვაკეში, „სდასუ“-ს მიმდებარედ უნებართვოდ იჭრებოდა ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეები, შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად, ნამდვილად მოიჭრა, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს.

თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს ხეების მოჭრის მოთხოვნით „სდასუ“-ს ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის ეზოში არსებული სამი ავარიული წიწვოვანი ხის დაუყოვნებლივ მოჭრის თხოვნით მიმდინარე წლის 1 აპრილს მიმართა. სამსახურმა დაადგინა, რომ ნარგავები ნამდვილად იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და მოჭრას საჭიროებდა.

შესაბამისი ზომების მიღებამდე, წვიმის დროს ერთ-ერთი ხე წაიქცა და ორი ავტომანქანა დააზიანა. სტუდენტები ამ დროს ეზოში არ იმყოფებოდნენ. ხის წაქცევა კარგად ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც ადმინისტრაციამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს წარუდგინა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ორი ავარიული ხეც მოიჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42