თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა
საზოგადოება - 16:32, 11 Jun, 2015     1669
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი იქნება. თანხა აუნაზღაურდებათ სახელმწიფო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ განკარგულების მიღების მომენტისთვის უკვე იმყოფებიან დეკრეტულ შვებულებაში.

შრომის კოდექსის მიხედვით დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 6 თვით განისაზღვრება და მაქსიმალური ანაზღაურება 1 000 ლარია, გარდა საჯარო სამსახურისა, სადაც ანაზღაურებადია 6 თვის პერიოდი. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები არიან არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულები, რომლებზეც არ ვრცლდება 6 თვის ანაზღაურების ვალდებულება და დამატებითი ანაზღაურება შესაძლებელია დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საჯარო ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანებს 1 000 ლარის გარდა 6 თვის განმავლობაში მიეცემათ დეკრეტული შვებულების თანხა თვიური ხელფასის ოდენობით, ისევე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. „გასულ წლებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება დადგენილებით არ იყო განსაზღვრული და შესაბამისად, ამ პროცესს არ ქონდა სავალდებულო სახე. ჩვენი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ასევე, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ ჩვენს სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა უმეტესობა მდედრობითი სქესისაა’’.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42