ლიბერთი ბანკმა ვარკეთილში სერვის ცენტრი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:07, 11 Jun, 2015     1275
ლიბერთი ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. ვარკეთილის III მიკრო რაიონში განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა.

11 ივნისს, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში, არმენ მატევოსიანმა, თბილისში ვარკეთილის III მიკრო რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ახალი სერვის ცენტრი 6,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება, ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა.

აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად.

ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გაანახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

ლიბერთი ბანკის განახლებულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ასევე წარმოდგენილია ბანკომატები და თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია თანხის განაღდება, ანგარიშზე თანხის შეტანა, სესხის დაფარვა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. ფილიალების მოდერნიზებასთან ერთად, ლიბერთი ბანკი მოხმმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დისტანციურ მომსახურების არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42