ექსკლუზივი: რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და ტრენერი, რომელსაც ბევრი თავის წარმატებულ მომავალს უმადლის, დღეს „ნიუპოსტის“ სტუმარია.
ნობერკოვის სისტემის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, მეცამეტე წელია სწორედ ნორბეკოვის სასწაულმოქმედი მეთოდით კურნავს ბევრს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მუზაშვილთან მისვლამდე მომავლის იმედი გადაწურული ჰქონდათ.
ეს ცალკე თემაა და „ნიუპოსტი“ ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება, ამჯერად კი ფსიქოლოგისგან საინტერესო რჩევები მათ, რომელებსაც სურვილი აქვთ რომ წარმატებას მიაღწიონ.
ხათუნა მუზაშვილი: „ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს წარმატებას მიაღწიოს და ჯერ არ მიუღწევია, აუცილებლად გააჩნია გარკვეული ეჭვი იმის, თუ რამდენად შეძლებს ის ამ წარმატების მიღწევას. მას საკუთარ თავში შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს ბევრი რამის გამო - სათანადო განათლების, გარეგნობის ან ფინანსების არქონის გამო, ასევე გარკვეული წარსულის გამოც, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსის დეტალებზე ვსაუბრობ...
როგორ გავთავისუფლდეთ ეჭვისგან
-პირველ რიგში ყველას ვურჩევ გადახედოს იმ ადამიანების ისტორიას, რომლებსაც გრანდიოზული წარმატებისთვის მიუღწევიათ. წარამატებაში ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებას იწყებს ნულიდან და ტრიუმფალურ შედეგს აღწევს. წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიის გადახედვისას, აღმოაჩენთ რომ მათ 80%-ს არ ჰქონდა არც განათლება, არც ოჯახიშვილობა, არც გარკვეული ფინანსები, არ ჰყავდათ არც პიარმენეჯერები, არ იცოდნენ რა არის ბიზნესი და რა არის წარმატება, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი სურვილი.
რწმენა და ერთგულების ფიცი
წარმატების მისაღწევად დიდ სურვილთან ერთად რწმენაა საჭირო. თუ წარმატებული ადამიანების 80%-მა ეს შეძლო, შეგიძლია შენც. ამის შემდეგ ერთგულების ფიცი უნდა დავუდოთ საკუთარ თავს. ადამიანი როდესაც წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგება იმ ოცნებებისა და მიზნების ერთგული უნდა იყოს, რომელიც დაისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ შუა გზაზე გადაიფიქრებს და საკუთარ თავს უღალატებს არაფერი გამოვა...წარმატება ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გრძელდებოდეს იქამდე სანამ არ მიხვალ მიზნამდე, დაუდეთთ საკუთარ თავს ერთგულების ფიცი.
რა გვინდა!
ასევე აუცილებელია აღმოვაჩინოთ რა გვინდა და გვინდა თუ არა მართლა. ყოფილა შემთხვევა უთქვამთ - „გავხდები წარმატებული ბიზნესის სფეროში“, ან „იმას ბევრი ფული აქვს და მეც მინდა“, მინდასთვის აუცილებელია იპოვოთ რაღაც ნიშა, ამ დროს არ შეუშინდეთ არც აბსურდულ იდეებს, რომელიც თქვენი აზრით საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, ის რაც აქამდე არ ყოფილა და თქვენ უნდა დანერგოთ, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი გზა.
ნუ შეგეშინდებათ სიახლის და სკანდალური მომენტების
მინდა მოვიყვანო კოკო შანელის მაგალითი, მაშინ როდესაც გარუჯვა პროვინციალიზმად ითვლებოდა, რადგან ირუჯებოდნენ მხოლოდ ისინი რომლებსაც უწევდათ ფიზიკური შრომა მინდორში, მან შემოიღო გარუჯვის მოდა, ის იყო პირველი ვინც გაირუჯა. რა თქმა უნდა თავდაპირველად ამან გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი საზოგადოებაში, სწორედ ამ აჟიოტაჟის არ უნდა შეგეშინდეთ, აჟიოტაჟი ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ხდებით ცნობილი, დღესდღეობით, როდესაც თუნდაც სოციალურ ქსელში, თქვენს ფეისბუქგვერდზე მოდის უამრავი შეთავაზება, ხელოვნური გარუჯვის თუ ზღვისპირა დასვენების, ყველა ეს ბიზნესი დგას იმაზე, რომ ერთხელ შანელმა გადაწყვიტა გარუჯულიყო. ნუ შეგეშინდებათ სიახლის და სკანდალური მომენტების.
მოქმედება აუცილებელია
აუცილებლად დაიწყეთ მოქმედება. მე მესმის, როდესაც თავიდან იწყებთ, რაღაც ისეთის კეთებას, რომელიც არასოდეს გაგიკეთებიათ, არ იცით საით წახვიდეთ, წინ, მარჯვნივ, მარცხნივ... ამას მნიშვნელობა არა აქვს, ნებისმიერი მიმართულებით დაიწყეთ მოქმედება და თქვენ გზადაგზა მიხვდებით თუ საით უნდა წახვიდეთ.
არ არსებობს ასეთი რეცეპტი, თქვენ სახლში ბრძანდებოდეთ, სავარძელში მოკალათებული და მოგივიდეთ აზრი თუ საით წახვიდეთ, უნდა გადადგეთ ნაბიჯები ნებისმიერი მიმართულებით და გამოჩნდება გზა.
თქვენი გაკვეთილი
თუ გზა დაგხვდებათ ჩახერგილი, გადაგიბრუნდებათ ურემი, ვიღაც გიღალატებთ, პირობას არ შეგისრულებთ, ან უცებ აღმოჩნდება რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით იდგნენ, თქვენთან აღარ არიან, ნუ განრისხდებით, უბრალოდ გაიხსენეთ ფიცი, რომელიც საკუთარ თავს მიეცით და გააგრძელეთ გზა, არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება. ნებისმიერი ჩახერგილი გზა და გადაბრუნებული ურემი არის თქვენი გაკვეთილი.
როგორც კი თქვენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გული გეტკინათ, იმ წამსვე აიღეთ ფურცელი და კალამი და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა მასწავლა ამ შემთხვევამ და ჩაიწერეთ ეს გაკვეთილი. ნებისმიერ წარუმატებლობას არქმევთ გაკვეთილს, წარუმატებლობა ფაქტობრივად არ არსებობს, თქვენ ხართ მოგებულ პოზიციაში, მაშინაც კი თუ ისე არ გამოგივიდათ როგორც გინდოდათ. აუცილებლად გაიღიმეთ და გაიხსენეთ ის ფიცი, რომელიც თქვენ საკუთარ თავს მიეცით.
პირველი წარმატება
როდესაც თქვენ მიაღწევთ პირველ წარმატებას, თქვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი და ვიღაცის გადმოსახედიდან შეიძლება იყოს პატარა. დაივიწყეთ, ვიღაცის გადმოსახედი, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება შეედაროთ საკუთარ თავს მხოლოდ წარსულში, ვისაც შეიძლება აჯობოთ ხვალ ეს არის საკუთარი თავი დღეს... არ არსებობს, თქვენზე მეტად ნიჭიერი, ან თქვენზე ნაკლებად ნიჭიერი, თქვენზე წარმატებული და თქვენზე წარუმატებელი. არსებობთ, მხოლოდ თქვენ.
ეს არ მთავრდება არასდროს
მიიღეთ პირველი, თუნდაც პატარა წარმატება, რომელიც რა თქმა უნდა იქნება გარკევული ხარვეზებით, როგორც დიდი ტრუიუმფი. შეაქეთ საკუთარი თავი, შეისვენეთ ცოტა ხნით და მოემზადეთ შემდეგი ნაბიჯებისთვის. წარმატებისკენ მიმავალი გზა ეს არის ავადმყოფობა, ეს არის ვირუსი, რომელიც არ ინკურნება, ეს არის ისეთი სახის ექსტრემი, რომელსაც ერთხელ მაინც თუ ეზიარე ვერასოდეს გაჩერდები. ამიტომ ნურც დააპირებთ გაჩერებას,
ნურასოდეს ნუ ჩათვლით რომ წარმატებას უკვე მიაღწიეთ და ეს დამთავრდა, ეს არ მთავრდება არასდროს, რადგან განვითარება და წინსვლა ეს არის პროცესი და არა საბოლოო წერტილი.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა