ენერგეტიკაში 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება
საზოგადოება - 12:53, 11 Jun, 2015     1040
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ დირექტორმა ლაშა მგელაძემ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურმადირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ და კომპანია „Pegasus EastWest Ltd“-ს წარმომადგენელმა რაფი კამინერმა ხელი მოაწერეს გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგურის შესახებ იმპლემენტაციის ხელშეკრულებას.

ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით მთავრობამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტების პრივატიზება გამოაცხადა. გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური გამოცხადებული საპრივატიზაციო ნუსხიდან პირველი ობიექტია, რომელზეც იმპლემენტაციის ხელშეკრულება ფორმდება.

პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად განახორციელეს შპს „გარდაბნის თბოლოექტროსდადგურის“ მეშვეობით. პროექტის განხოცრიელებისათვის დაახლოებით დახარჯულია 230 მლნ აშშ დოლარი.

თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-სშეადგენს და მის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.

იმპლემენტაციის ხელშეკრულების თანახმად „Pegasus EastWest Ltd“ იძენს გარდაბნის თბოელექტროსადგურს მფლობელ კომპანიას - შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურს“. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებულ ღირებულებას წარმოადგენს 290 მლნ აშშ დოლარს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ენერგეტიკის სექტორში და იგი გავლენას მოახდენს ლარის კურსის დასტაბილურების პროცესზე.

„Pegasus EastWest Ltd“-ს სათაო ოფისი ჰონკ კონგშია განთავსებული და ის ფოკურისრდება განვითარებად ბიზნესებზე სწრაფად მზარდ ქვეყნებში.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათშორის „ჯენერალელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრი ვბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგიქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42