თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ლუბლინის მერის მოადგილეს შეხვდა
საზოგადოება - 18:24, 10 Jun, 2015     1945
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ლუბლინის მერის მოადგილე კრჟიშტოფ კომორსკის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება კულტურის სფეროში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე გამახვილდა, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით ქალაქების მიდგომები გააცნეს.

ლუბლინის მერის მოადგილე საქართველოში ფესტივალ „არტიერიში 2015 - ურბანული სივრცის“ ფარგლებში ჩამოვიდა. აღნიშნული ფესტივალი თბილისში, ლუბლინისა და თბილისის კულტურული ჯგუფების მიერ, ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფარგლებში იმართება.

თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქალაქს შორის პარტნიორობა რეალურად საქმეში გამოიხატოს.

„დღევანდელი ღონისძიება „არტიერიში 2015 - ურბანული სივრცე“, რომელიც ურბანულ სივრცეებს ეძღვნება, სწორედ ისეთი ტიპის თანამშრომლობაა, რომლითაც ჩვენ უფრო მეტი საერთოს პოვნა და გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია. სწორედ ასეთი შეხვედრებით ხდება რეალურად ნაბიჯების გადადგმა. ეს თანამშრომლობა უბრალოდ თანამშრომლობისთვის არ არის, ყველაფერი შედეგზეა ორიენტირებული, ეს ჩვენ მეტ გამოცდილებას გვძენს, ვიჩენთ მეგობრებს და ის საქმიანობა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ნიშნავს უფრო შინაარსობრივი ხდება“,- განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

ლუბლინის მერის მოადგილის კრჟიშტოფ კომორსკის განცხადებით, კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება, შესაძლებლობას იძლევა პროექტები სხვა სფეროებშიც დაიგეგმოს.

„ძალიან გვიხარია, განვახორციელოთ კულტურული პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად, რადგან ეს ჩვენს ურთიერთობებს უფრო მჭიდროს ხდის და საშუალებას იძლევა, დავგეგმოთ უამრავი სხვა პროექტი, არა მხოლოდ კულტურის, არამედ ტურიზმის, სპორტის, ბიზნესის სფეროებში. ეს დიდი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენთვის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ შორის უფრო ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ“,- განაცხადა კრჟიშტოფ კომორსკიმ.

„არტიერიში 2015 - ურბანული სივრცე“ , რომლის ფარგლებშიც თბილისში ლუბლინის მერის მოადგილე იმყოფება დღეს იხსნება. ფესტივალის მთავარი თემა ქალაქი და ურბანიზმია. აღნიშნული თემა ქუჩის ხელოვნებით, მასშტაბური ინსტალაციებით, შემოქმედებითი ინტერვენციებითა და ინტენსიური საგანმანათლებლო, ვორქშოფების პროგრამით არის წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42