სკების ტყეებში განთავსებისთვის გლეხები აღარ დაჯარიმდებიან - გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
საზოგადოება - 17:35, 10 Jun, 2015     1266

გარემოსა დაცვის სამინისტრო ახალ დადგენილებასთან დაკავშირებით , რომელიც ტყით სარგებლობის განახლებულ რეგულაციას ითვალისწინებს განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე ხშირია ისეთი დროებითი ნაგებობების განთავსების შემთხვევები, როგორიცაა - ფუტკრის სკა, ხის დროებითი კონსტრუქცია და ა.შ. ამასთანავე, მოსახლეობის მიერ ტყის ფონდის ტერიტორიების გამოყენება ხშირად ხდება ისეთი მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების გაშენებისთვის, როგორიცაა ვაზი, სიმინდი, ლობიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც არ აყენებენ და ვერც შეიძლება აყენებდნენ ზიანს გარემოს. უფრო მეტიც, მიწის დამუშავება - ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხოლო ფუტკარი უზრუნველყოფს ხე-მცენარეების დამტვერვას.

ამდენად, გარემოს დაცვის სამინსიტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს ამ საკითხის შესახებ და დაადგინეს, რომ არსებობს მოძველებული ნორმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და თავისი შინაარსით უტოპიურია ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის” შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული საქმიანობებისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის თანხის დაანგარიშება აღარ მოხდება, გარდა დაცული ტერიტორიებისა.

თუმცა, რამდენადაც ეს საქმიანობები თავისი შინაარსით ტყითსარგებლობის კანონდმდებლობით დადგენილ ფორმას წარმოადგენს, ამ საქმიანობების შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება, კვლავ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად და მოხდება ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის დათვლა აღარ მოხდება, მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იჯარის შესაძლებლობა და დადგენილ ჩარჩოებში ისარგებლონ ტყის ფონდით, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სოფლის მეორუნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, მოხდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42