ლალი მოროშკინა ორგანიზაციის წევრ ქალბატონებთან ერთად სოფელ ბახვში ერთ-ერთი მცხოვრების, მაიზერ ლიპარტელიანის ჩაის პლანტაციას სტუმრობს და კრეფის პროცესში მონაწილეობს.
როგორც მოროშკინა "გურიის მოამბესთან" აღნიშნავს, ისინი ამით ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ გურიაში ჩაის კულტურას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განვითარებასა და შემდგომ რეალიზაციაში: "ყველა რეგიონში დავდივართ და ადგილზე ვეცნობით იმ პრობლემებს, რაც თითოეულ კუთხეს აწუხებს. ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. დღეს გურიას, კერძოდ ოზურგეთს ვსტუმრობთ და მონაწილეობას ვიღებთ ჩაის კრეფაში. გვაქვს ჩვენს მიერ დამზადებული სპეციალური ტომრები, რაშიც შეიფუთება დამზადებული ჩაის ფოთოლი და შევეცდებით თავადვე მივიღოთ მონაწილეობა მის რეალიზაციაში. მოგვიანებით შევხვდებით მხარის გუბერნატორს, რომელსაც გავაცნობთ ჩვენეულ ხედვებს ჩაის კულტურის განვითარებასა და აღორძინებაში"-დასძინა მოროშკინამ.

მასალის გამოყენების პირობები






