X ფაქტორის ერთ-ერთი კონკურსანტის ლინდა ადამიას აუთსაიდერობამ მენტორი სოფო ნიჟარაძე აატირა, მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილო მომღერალმა კი ambebi.ge -ისთან მწვავე კომენტარი გააკეთა.ლინდა ადამია: „საზიზღრობა და საშინელება იყო, დღეს რაც მოხდა, იმედია ეს აღარ განმეორდება. ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ ჩემი მეგობრებით, ახლობლებით, ასევე, მხარდამჭერებით. ისინი მეუბნებიან, რომ მგულშემატკვრობენ პროექტში და მირეკავენ, რაც ტყუილია.
ეს არის შემეტენე ხალხი, ყოველ ორშაბათს ჩანს, ვინ მირეკავს და ვინ - არა. დიდი მადლობა ამ ხალხს. ჟიურის მადლობელი ვარ, მენტორები რომ არ ყოფილიყვნენ, ახლა სახლში ვიჯდებოდი და ვიტირებდი. ძალიან განვიცადე აუტსაიდერებში დგომა. წინაზეც ცოტა ხმა დამაკლდა აუტსაიდერებში მოხვედრას. მაყურებელი ყველაფერს კარგს წერს ჩემზე და ეს მოწონება მესიჯებში გამოხატონ.
ლინდა ადამიას კომენტარს მსმენელთა უკმაყოფილება მოჰყვა.
ხალხის გამოხმაურება
„ვერ გავიგე ეს გოგო ხალხს აიძულებს რომ დაურეკონ? გასაგებია ფეხმძიმედაა, მაგრამ ზედმეტი მოსდის, მასზე ბევრად უკეთესები არიან პროექტში“...
„ტიპი იმენა ჯიქურ ითხოვს რას ქვია არ მირეკავთ და არ მაძლევთ ხმასო. ნეგატივი გოგოა ძაან“...
„ასეთი კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხული ხომ არარიიის?? საკუთარ გულშემატკივარს ასე მიმართო არ შეილძლება, ვისაც რითი შეუძლია იმით გამოხატავს საკუთარ სიმპათიას. :) უფრო მეტი პოზიტივია საჭირო და არა ასეთი კომენტარები“;)
მასალის გამოყენების პირობები






