Sherlock/შერლოკის ინიციატივით გამართული აქციის - ,,დაამსხვრიე სტერეოტიპები“, ყველაზე "შემაწუხებელი" სტერეოტიპი 14 ივნისს გამოვლინდება.
შენც შეუერთდი Sherlock/შერლოკის ინიციატივას, აირჩიე ერთ-ერთი ცამეტიდან:
① "37 მანეთად გადავფრინდებოდი"
② "როგორც მამას უნდა"
③ "ნაგვის ურნა შორსაა"
④ "ეკუთვნოდა და ამიტომ"
⑤ "ამას პატრონი რომ ჰყოლოდა"
⑥ "ხალხი რას იტყვის"
⑦ "მაგარი კაცია - 12 ლიტრი ჩასდის"
⑧ "მე რა მინდა არჩევნებზე?!"
⑨ "კაცია და ეპატიება"
⑩ "ზანგი ხომ არ ვარ?!"
⑪ „ინვალიდია - რისი გამკეთებელია?!“
⑫ "ქალი კუხნიაში"
⑬ "ავად არის - სად აიკიდა?!"
დაწერე რიგითი ნომერი, სტერეოტიპის დასახელება, გადაიღე ფოტო და გამოიწვიე მეგობარი.
ფოტო გადმოგვიგზვანე შერლოკის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/sherlock.idea
▲ 14 ივნისისთვის გამოვლინდება ყველაზე "შემაწუხებელი" სტერეოტიპი.
ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://bit.ly/1K96Pqz
14 ივნისს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში ჩატარდება ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში ჩვენი სტუდენტების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი განამტკიცებს ცნებას, რომ საქართველო ბრუნდება ევროპულ ოჯახში, ირჩევს სწორ ფასეულობებს და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის ყველა ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებისა და დეგრადირებული სტერეოტიპების დამსხვრევას სტუდენტებში ევროპული ღირებულებების გაზიარებითა და სამოქალაქო ინიციატივების ჩამოყალიბების მეშვეობით.
მასალის გამოყენების პირობები






