აღნიშნულ მისამართზე თბილისის განვითარების ფონდი ახალ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევა.
„სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად და კარგად მიმდინარეობს. მშენებლები გრაფიკს რამდენიმე დღით წინ უსწრებენ და სექტემბერში ეს ოჯახები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოსახლეობას კუთვნილი ფართები თეთრ კარკასულ მდგომარეობაში სექტემბრის ბოლოსთვის ჩაბარდება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ახლადაშენებულ კორპუსში შიდა კომუნიკაციების: წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეყვანა მოხდება. პროექტის დასრულებისთანავე, აღმაშენებლის ქუჩა N16-ის ყველა ბინათმესაკუთრე, რომელიც ფონდის მიერ დროებით ქირით არის გაყვანილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება.
მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის დემონტაჟი 2013 წელს განხორციელდა, რის გამოც აქ მცხოვრები 15 ოჯახი თბილისის განვითარების ფონდმა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. თანამედროვე, კეთილმოწყობილი სახლის სამშენებლო სამუშაოები 1 707 550 ლარს შეადგენს და ის კომპანია „არქიტექტორები ჯი“-ს პროექტის მიხედვით შენდება.
მასალის გამოყენების პირობები






