დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ „m2 გალერეა“ გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:52, 09 Jun, 2015     1412
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, თბილისში, ქავთარაძის N1-ში,სრულიად ახალი კონცეფციის მქონე უნიკალური „m2 გალერეა“ გახსნა. „m2 გალერეაში“, 500კვ.მ.-ის ფართობზე განთავსებულია ინტერიერის დაიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში, წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. „m2 გალერეაში“ შესაძლებლია „m2“-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწორედ აქ, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში, მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის.

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას ჭირდება. სწორედ ასეთია „m2 გალერეა“, სადაც მომხმარებელს დახვდებანამდვილი საჩვენებელიბინები,რეალურზომაშიდარეალურიავეჯითმოწყობილი.მომხმარებელს საშუალება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინისმომავალიმფლობელიგაცილებით უკეთშეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება მას ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ კი თავის მხრივ ზუსტად ასახავს ბინის მფლობელის სურვილებს ბინის გეგმარების და დიზაინის პროცესში.

„m2გალერეაში“, დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს - სხვადასხვა დროს, გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. „m2 გალერეის“ მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად, გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს. „m2გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის-გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები იხილოს.

ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ პარალელურად 4-ი ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს, ესენია: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42