....თეატრში მზესუმზირის ჭამა, სიგარეტის მოწევა... სტევნა არ შეიძლება - ოზურგეთის თეატრის პრობლემები
საზოგადოება - 15:52, 09 Jun, 2015     1053
“სამწუხაროდ, არიან საკრებულოებში, ქალაქშიც და მუნიციპალიტეტშიც დეპუტატები და მოხელეები, ტაშ-ფანდურად რომ მიაჩნიათ თეატრი და ამას არ ვიტყოდი, ხმამაღლა რომ არ გაჟღერებულიყო თეატრისადმი ასეთი დამოკიდებულება საკრებულოს სხდომაზე”-აღნიშნა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გუშინ ‘გურიის მოამბის” ვებგვერდის გადაცემა ‘მთავარ თემაში” სტუმრობისას და ოზურგეთელ მაყურებელსა და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვისთვისაც თეატრის სცენამ, როგორც მასობრივი სანახაობის ადგილმა, ინტერესი და აქტუალობა დაკარგა:

ასევე ისაუბრა დღეს ოზურგეთის თეატრისთვის შექმნილ იმ მნიშვნელოვან პრობლემებზეც, რისი დამსახურებაც სწორედ მაყურებლისა და ხელისუფლების მიდგომიდან მომდინარეობს:

“წინა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ოზურგეთში თეატრი დახურვის პირას იყო მისული. რომ არა ზაზა ჯინჭარაძის მცდელობა, ოზურგეთის თეატრი დღეს დახურული იქნებოდა. მთელს საქართველოში, ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი იყო ოზურგეთის თეატრი, მაგრამ ახლა რა მოხდა?- გაგვიორმაგეს ბიუჯეტი, მაგრამ, მიდგომა დარჩა ამ სფეროს მიმართ ზოგიერთის მხრიდან არაადექვატური და მე მინდა მათ მივმართო: თქვენ, იცით საკრებულოს დეპუტატებო, რომ ოზურგეთის თეატრს ივლისის თვიდან იმის ფულიც არა აქვს, რომ შუქი აანთოს? რომ წყლის ფული არა გვაქვს? აი, აქ ჩანს თქვენი ასეთი მიდგომების შედეგი”.

საკრებულოს დეპუტატებს, რომლებსაც, სამხატვრო ხელმძღვანელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სპექტაკლი ტაშ-ფანდურა ჰგონიათ, ჩერჩილის მაგალითს ახსენებს და სულიერებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს:

“ჩერჩილის მაგალითს გავაჟღერებ, მეორე მსოფლიო ომის დროს რომ ინგლისის ბიუჯეტში შეუტანეს, სადაც კულტურა გადახაზული იყო და თქვა: რად გვინდა ომის მოგება, თუ კი კულტურა არ გვექნება და ერთი თეთრით არ შეუმცირებია კულტურის ბიუჯეტი ინგლისში. ასე რომ, პრობლემა ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ.

რაც შეეხება დღეს არსებულ დამოკიდებულებას თეატრის მიმართ, რამაც შედეგად მაყურებელთან მისი კავშირის რღვევა გამოიწვია, ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობა პრობლემას აღმზრდელობითი კუთხით შექმნის, რისი მიცემაც სწორედ თეატრს შეუძლია მაყურებლისთვის:

“თუ ასე გაგრძელდა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ვერასოდეს ოზურგეთელი მაყურებელი ვერ მიხვდება და ვერ ისწავლის, თეატრში რომ დაჯდება მობილური უნდა გამორთოს. რომ მზესუმზირის ჭამა, სიგარეტის მოწევა, ხმაური და სტვენა არ შეიძლება დარბაზში, სპექტაკლის ყურების დროს.

ახალგაზრდა, რომელიც არ გაიზარდა და არ შეეჩვია თეატრს, ჩავა დიდ ქალაქში, რომელსაც არ ექნება კინოთეატრში ნანახი ფილმი, თეატრში ნანახი სპექტაკლი და როცა მისი რჩეული სთხოვს წავიდნენ ან თეატრში, ან კინოში, 9-ჯერ გაწითლდება და ოფლი მოადგება.

ჩვენ შევხედეთ სიტუაციას და მუშაობა დავიწყეთ ჩვენი თავიდან, დავდგით ანუი, შექსპირი, ვამზადებთ იუნესკოს, ნერონს და რა აღმოჩნდა?-ანტიგონე მიდის უკვე თვეა და 70 კაციან მცირე დარბაზში, თითო-ოროლა მაყურებელი ვერ მოგვყავს. ახლა ვაჩვენებთ შექსპირს, შემდეგ “ბატიკონში” და “სამეფო ძროხა”-ს, “სეილემის პროცესს”, იუნესკოს “მაკბეტს” და დავსვამ კითხვას- აბა რა გინდათ დალოცვილებო?! განსაკუთრებით ვეუბნები ამას ჩემს შესანიშნავ ექიმთა საზოგადოებას, ჩემს ბიბლიოთეკას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს ”ანტიგონე” არ უნახავს, ჩემს პედაგოგებს, გვითხარით რა გინდათ, რა გავაკეთოთ, რისი ნახვის სურვილი გაქვთ? მოდით ბატონებო, გვნახეთ, გაგვაკრიტიკეთ, თუ მოგეწონებათ ტაში დაგვიკარით, მეტი ჩვენ რა ვქნათ”?! – აღნიშნა ჩიგოგიძემ.

ავტორი: თეა იოსელიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42