რებრენდირებული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისიდან საერთაშორისო ფრენებს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 09 Jun, 2015     1816
ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ მომხმარებელს ათათურქის აეროპორტიდან 5 ახალ საერთაშორისო ტრანზიტულ მიმართულებას, პარიზის, ამსტერდამის, დუსელდორფის, კიოლნისა და ბიშკეკის მიმართულებით სთავაზობს.

ფლოტისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანია „ატლასჯეტმა" კორპორატიული იდენტობის შეცვლა გადაწყვიტა და საერთაშორისო ავიაბაზარზე „ატლასგლობალის" ბრენდის სახელით განაგრძობს ოპერირებას.

ავიაკომპანია ატლასგლობალის რებრენდინგის შედეგად, შემუშავდა ახალი კორპორატიული იდენტობა სლოგანით "სამყარო ოცნებებს მიღმა".

ავიაკომპანიის რებრენდიგნი 2015 წლის 1 მაისს დასრულდა. კორპორატიული იდენტობის გარდა, ავიაკომპანიამ ბიზნეს მოდელიც შეიცვალა. „ატლასგლობალი“ ფრენების განხორციელებას ევროპის მიმართულებით აფართოებს. ტრანზიტული რეისები ათათურქის აეროპორტიდან ხორციელდება და ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებებით ფრენისას, ტრანზიტული დრო მაქსიმალურად კომფორტულია.

პარიზის მიამრთულებით ფრენები 10 ივლისიდან, სტამბულიდან 13:25 საათზე, პარიზიდან კი 17:10 საათზე დაიწყება. პარიზის რეისზე საწყისი ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, 120 ევრო იქნება.

ამსტერდამის მიამრთულებით კი კომპანია ყოველდღიურ ფერნებს 18 ივნისიდან, სტამბულიდან 10:00 საათზე, პარიზიდან კი 13:30 საათზე განახორციელებს. ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, 134 ევროა.

11 ივნისიდან დუსელდორფის მიამრთულებით ყოველდღიური ფრენა, სტამბულიდან 09:30საათზე, პარიზიდან კი 12:50 საათზე შესრულდება. დუსელდორფის რეისზე ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, 134 ევროა.

კიოლნში 11 ივნისიდან, ყოველდღიური ფრენა, სტამბულიდან 13:25 საათზე, პარიზიდან 17:20 საათზე შესრულდება. კიოლნის რეისზე ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, 122 ევროა.

რაც შეეხება ბიშკეკის მიმართულებას, ავიაკომპანია "ატლასგლობალი" 11 ივნისიდან ამ მიმართულებით

"ჩვენი გლობალური პროექტის ფარგლებში დავიწყეთ ახალი, საერთაშორისო პროექტების განხორციელება. სტრატეგიული წარმატების მიღწევა ახალი მიმართულებების დამატების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ ავიაკომპანიის განვითარებას და ქსელის გაფართოებას აღმოსავლეთიდან დასავლეთით. მნიშვნელოვანია მომსახურების ყველა დეტალის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ხარისხის შენარჩუნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუქმნათ მგზავრებს კომფორტი ფრენის მთელ პროცესში. გასულ წელს ლონდონისა და კუვეიტის მიმართულებით დანერგილმა ჩვენმა ახალმა სერვისმა ” Flying Chef” დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომ მისი შეთავაზება გადავწყვიტეთ ჩვენს ახალ მიმართულებებზეც", - აღნიშნა "ატლასგლობალის" მფლობელმა მურატ ერსოიმ.

თუ ფრენის დრო სტამბულიდან 3 საათს აღემატება, ავიაკომპანია მგზავრებს "Flying Chef" სერვისს სთავაზობს. ბორტზე საერთაშორისო და თურქული სამზარეულოდან სპეციალურად შერჩეულ კერძებს შეფ-პოვარი ამზადებს .

კლასიკური ევროპული ავიახაზებს მსგავსად, "ატლასგლობალი" მგზავრებს ბორტზე მაღალი კლასის მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს. ეკონომპლუსის სერვისის სტანდარტის ფარგლებში მგზავრები მრავალი პრივილეგიით სარგებლობენ: ტყავის სავარძლები, 77 სანტიმეტრიანი დაშორება სავარძლებს შორის. 30 კილოგრამი ბარგის გადატანის შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საკვები და სასმელები, ბორტზე დასაჯდომი ადგილის შერჩევა უსასყიდლოდ.

მგზავრებს ავიაკომპანია ბიზნეს კლასის მომსახურებასაც სთავაზობს. ბიზნესკლასში სავარძლები ეკონომკლასის სალონისგან მხოლოდ ფარდით არ იყოფა. ბიზნეს კლასის სალონში სავარძლები დამზადებულია სპეციალური სტანდარტის დაცვით, 100 სანტიმეტრიანი დაშორებით. მრავალფეროვანი ცხელი კერძები, 35 კილოგრამი და სხვა უპირატესობანი: ვიპ ტრანსპორტით გადაადგილება და ბიზნესკლასლაუნჯი.

საქართველოში უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისში მისამართზე: აბაშიძის 26 და ასევე ტურისტული სააგენტოების ქსელსა და ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42