დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის და ნაძალადევის რაიონებში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, მუხიანის IV მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, უცნობის, ხევძმარის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ტოლენჯის, ხარაბაძის, წალენჯიხის, კაკაბეთის, ყვარლის, ტვიშის, მთისძირის, მესხეთის, აფანასიევის, არველაძის, შერვაშიძის, აწყურის, დოესის, ბაბისხევის, ნიაბის, რუისპირის, საინგილოს, ურიცკის, ბზიფის, კაიშაურის, წურწუმიას, მარტყოფის, მახათის, გურჯაანის, სართიჭალის, ობსერვატორიის, წინანდლის, ხახანაშვილის, გუთნის, თელავის და ახმეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, უშაკოვის, წულაძის, დოლიძის, დიდგორის, გუდარეხის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის და გერცენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აჭარის, სარკინეთის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, აფხაზეთის, აგარის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






