შემთხვევა 3 ივნისს მოხდა, დღის 12 საათზე. დილიდანვე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. მათ შორის უჰაერობა და პანიკა, რამაც ბავშვების შეუძლოდ გახდომა გამოიწვია. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ჰქონდათ ერთის მხრივ საავადმყოფოს ექიმებს, სკოლის ადმინისტრაციას და მეორეს მხრივ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.
,,ნიუპოსტს“ იაშვილის კლინიკაში ისიც კი განუცხადეს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. „ამის გამო მოსწავლეებში პანიკა შეიქმნა. შეეშინდათ ალბათ. ორ ბავშვს დილიდან, სკოლაში მისვლამდეც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. თუმცა მათ მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებათ“.
139-ე სკოლის დირექრტორი ნათია ფხალაძე აცხადებდა, რომ ბავშები პანიკა იყო. მისი თქმით, 4 ბავშვის მშობლემა გადაწყვიტა რომ კლინიკაში გადაეყვანათ.
თუმცა სხვაგვარად ფიქრობდნენ თავად მშობლები: ,,ეს პანიკაა, ბავშვები არიან მოწამლულები...“ - აცხადებდა ერთ-ერთი მშორბელი.
ბავშვების მოწამვლის ფაქტს შესაძლო პანიკას უკავშირებდნენ განათლების სამინისტროშიც. უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საერთოდ მოწამვლის ფაქტსაც კი ვერ აფიქსირებდნენ, ,,გამომდინარე აქედან, ექიმები იმასაც ამბობდნენ რომ ეს იყო ემოციური ფონი“. მინისტრი თამარ სანიკიძე მომხდარს შემაჯამებელ გამოცდების წინა ნერვიულობას უკავშირებდა.
სახლში დაბრუნების შემდეგ, ბავშვები კვლავ შეუძლოდ გახდნენ რის გამოც ისინი კლინიკაში დააბრუნეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კი აცხადებდნენ ეს იყო ნამდვილად ინტოქსიკაცია, თუმცა კვებითი და წყლისმიერი მოწამვლა გამორიცხული იყო.
,,სახეზეა ინტოქსიკაციის ფაქტი, თუმა გამომწვევი მიზეზები დგინდება, გამორცხულია საკვებითა და წყლით გამოწვეულ ინფექციასთან რაიმე კავშირი. უცნობი ეტიმოლოგიის აირებზე კვლევა მიმდინარეობს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ხათუნა ზახაშვილი.
სკოლა დალუქული იყო კრიმინალური პოლიციის მიერ. თბილისის 139-ე სკოლაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.
,,ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ მოწამვლა ქიმიის ლაბორატორიაში რეაგენტის გაჟონვამ გამოიწვია. წყაროს თქმით, ეჭვი მაშინვე გაჩნდა, რადგან მაშველები სკოლაში სპეციალური ჟანგბადის ნიღბებით იყვნენ შემოწმებაზე შესული. ,,ნიუპოსტი“ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას როგორც განათლების ასევე ჯანდაცვის სამინიტროში. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს და სწორედ მათ უნდა მივმართოთ. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე კვლევის შედეგები უცნობია, ხოლო საბოლოო დასკვნა აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ-რადიაციული და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა მალხაზ ლაგურაშვილმა მომხდარის დღეს განუცხადა, ადგილზე მომწამლავი ნივთიერები არსებობა არ დასტურდება.
„არანაირი კვალი არ არასებობს იმის, რომ რაიმეს შეიძლებოდა ბავშვების ინტოქსიკაცია გამოეწვია. არანაირი მომწამლავი აირების არსებობა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ვერ გეტყვით რა მოხდა. შევამოწმეთ მთელი სკოლა, მათ შორის სარდაფიც, ასევე შენობის გარე ტერიტორია. ამ წუთას დავასრულეთ მუშაობა“, - განაცხადა ლაგურაშვილმა.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დამაჯერებლად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ბავშვების მოწამვლა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო პანიკასთან, ან რაიმე ემოციურ ფონთან. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ პანიკა შესაძლოა ყოფილიყო, თუ ის გავრცელდებოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, ხოლო შეუძლებელია სხვადასხვა კლასის მოსწავლეებში ასეთი შედეგები გამოეწვია ემოციურ ფონს.
შსს, ჯანდაცვისა და განათლების სამინიტროს ერთობლივად მუშაობდნენ მოწამვლის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე. შსს-მ საქმე 248-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც ითავლისწინებს სანიტარულ ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევას, რაც გამოიწვევს მასობრივ დაავადებას და მოწამვლის ფაქტებს. კვლევას აწარმოებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ქიმიური ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, სწორედ ეს სამსახური დადებს. როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუმარტეს, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დაინიშნება ყველა სახის ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მომხდარის მიზეზი.
მასალის გამოყენების პირობები






