აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს, 8 ივნისს, 16:00 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალს მიღებენ თემქის III, მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონები და მათი მიმდებარე დასახლებები.
ხოლო, დღეს, 12:30 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალმომარაგება შეუწყდება:
· საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩებს
· ვაკეში: წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.
მასალის გამოყენების პირობები






